April 26, 2024

ვერ მივცემ ჩემ თავს უფლებას, ვინმეს მოვუწოდო აცრისკენ ან თავშეკავებისკენ - მეუფე ნიკოლოზი

მე ვერ მივცემ ჩემ თავს უფლებას, ვინმეს მოვუწოდო აცრისკენ, ან თავშეკავებისკენ. ეს არის სამედიცინო შინაარსის თემა, - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარება საღვთისმეტყველო საკითხი რომ ყოფილიყო, მაშინ აუცილებლად გაკეთდებოდა მოწოდება აღმსარებლობიდან გამომდინარე.

 

„მე ვერ მივცემ ჩემ თავს უფლებას, ვინმეს მოვუწოდო აცრისკენ, ან თავშეკავებისკენ. ეს არის სამედიცინო შინაარსის თემა. ეკლესია, ყოველთვის კომპეტენტური უნდა იყოს თავის სფეროში. ეს საღვთისმეტყველო საკითხი რომ ყოფილიყო, მაშინ აუცილებლად გავაკეთებდით მოწოდებას ჩვენი აღმსარებლობიდან გამომდინარე, ეს აღმსარებლობის საკითხი არ არის",-აღნიშნავს მეუფე ნიკოლოზი.

 

კითხვაზე, უნდა გაკონტროლდეს თუ არა ქადაგებები, სადაც სასულიერო პირები აგრესიულად არიან განწყობილები ვაქცინაციის მიმართ, მეუფე ნიკოლოზი აღნიშნავს, რომ გაუმართლებლად მიაჩნია სასულიერო პირების მონაწილეობა ანტივაქსერულ კამპანიებში.

 

„ჩვენი ძალა და იარაღი არის სიტყვა. სხვა შიდა რეგულაცია არ გაგვაჩნია, პოლიციური სისტემა, რომ ფიზიკურად ვაიძულოთ ვინმე. მხოლოდ შეფასებებს ვაკეთებთ. ყოველგვარი კამპანიური ხასიათის დემონიზაცია, კამპანია, რომ ვიღაცას მოუწოდო გაუმართლებელია. არამარტო მოძღვრები და მორწმუნე ადამიანები, ეს ანტივაქსერული მოძრაობა ძალიან ფართომასშტაბიანია, თუ ამაში ჩვენი სასულიერო პირები მონაწილეობენ, მე ეს გამართლებულად არ მიმაჩნია",-აღნიშნავს მეუფე ნიკოლოზი.

 

ამასთან, როგორც ის აცხადებს, მცდარია მოსაზრება, რომ მრევლი ვაქცინაციისთვის სასულიერო პირების მოწოდებას ელოდება.

 

„ძალიან დიდი შეცდომაა ის, რომ მოსახლეობა, თუ მრევლი ჩვენ მოწოდებას ელოდება - ტყუილია!,-აღნიშნავს მეუფე ნიკოლოზი და დასძენს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა რეკომენდირებული არ არის, თუმცა, „თუ ვინმეს გამხნევებისთვის საჭირო იქნება" მზად, არის აიცრას.

წაკითხვა 347 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 19 2021

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.