April 30, 2024

"ჩვენი ერი მიუხედავად მრავალი დაცემისა და შეცდომისა, საუფლო გზით ყოველთვის დადიოდა"

ჩვენი ერიც და ყოველი ადამიანიც უნდა მიილტვოდეს, უნდა ევედროს უფალს, რომ ღმერთმა ის გზა აჩვენოს თუ რომელი გზით უნდა იაროს მან. უფალმა კი ამ გზაზე უნდა დააყენოს ადამიანიც და ერიც, - ამის შესახებ პატრიარქის თანამოსაყდრემ მეუფე შიომ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ აღნიშნა.

მისივე თქმით, მიუხედავად მრავალი დაცემისა და შეცდომისა ქართველი ერი საუფლო გზით ყოველთვის დადიოდა.

 

„დღეს ჩვენი ქვეყნის, ისტორიისა და ეკლესიისთვის ასეთ გამორჩეულ დღეს, ჩვენ ერზე ვფიქრობთ. ვფიქრობთ ჩვენს წარსულზე, აწმყოსა და მომავალზეც. ვფიქრობთ, თუ რამ მოიყვანა ჩვენი ერი აქამდე. როგორ გადავრჩით ამდენ ქარტეხილებში. ჩვენი ერიც და ყოველი ადამიანიც უნდა მიილტვოდეს, უნდა ევედროს უფალს, რომ ღმერთმა ის გზა აჩვენოს თუ რომელი გზით უნდა იაროს მან. უფალმა კი ამ გზაზე უნდა დააყენოს ადამიანიც და ერიც. უფალი იესო ქრისტე პასუხობს თუ რა არის ეს გზა - იგი ამბობს, რომ მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება. ჩვენი ერიც მიუხედავად მრავალი დაცემისა და შეცდომისა, საუფლო გზით ყოველთვის დადიოდა და ღმერთიც თავისი მადლით და თავისი სასწაულებით ამ გზას გვინათებდა. ჩვენ გადაგვარჩინა ჩვენმა სარწმუნოებამ, ჩვენ ერი ყოველთვის ამას ინახავდა, ამისთვის იბრძოდა, სიცოცხლეს წირავდა და იმედი გვაქვს, დღესაც ასე გაგრძელდება.

ჩვენს ეპოქაში, ღვთის განსაკუთრებული სიყვარულისა და შეწევნისა, იმისთვის, რომ ჩვენ კვლავაც ამ გზით ვიაროთ, ერთ-ერთი გამოვლინება არის მოვლინება ისეთი ადამიანისა და წინამძღოლისა როგორიც გახლავთ მისი უწმინდესობა კათოლიკოს- პატრიარქი ილია მეორე, რომელმაც, თითქმის, განადგურებაში მყოფი ეკლესია ააღორძინა და აღაშენა“, - აღნიშნა მეუფე შიომ.

წაკითხვა 350 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.