ჩვენი გულები დაიპყრო სიძულვილმა და შურისძიების სურვილმა - მეუფე გრიგოლი

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა ქადაგებისას თქვა, რომ საზოგადოების გულები ურთიერთ სიძულვილს, აუტანლობასა და შურისძიების წყურვილს აქვს დაპყრობილი.

მისი თქმით, ბოროტი სული ჩინიანისთვისაც და უჩინოსთვისაც ერთნაირი განსაცდელია.

 

"ღმერთი სიყვარული არს, ეს არის ის საოცარი რამ, რომელიც სასწაულებს ახდნს და სწორედ იმ დიდი სასწუალის შედეგად რასაც სიყვარული ჰქვია, ადამიანები ახერხებდნენ დაეძლიათ ის სისასტიკე, მძულვარება, რომელიც მოძალადის მიმართ გიჩნდება ადამიანს.

 

უნდა ვაღიართო, რომ დღეს ფაქტირუად ჩვენი გულები დაპყორბილი აქვს ურთიერთ სიძულვილს, მიუღებლობას და აუტანლობას, შურისძიების წყურვილს, რა ჰქვია ამას, ამას ჰქვია შეპყრობილობა? მე შემიძლია ასეთი შეფასება მივცე, რომ ქრისტე უარყოფილი გყვავს, განდევნილი გვყავს. მე ვარ რჯულმდებელიც და კანონმდებელიც, ამას ქრისტიანობასთან საერთო არ აქვს.

 

როგორც კი ადამიანი ბოროტებასთან ბრძოლას იწყებს, ძალიან ხშირად, მას ემსგავსება, რასაც უპირისპირდები და ომს უცხადებ, მას ემსგავსები. ბოროტი სული ყველასთვის განსაცდელია, ჩინიანისთვის და უჩინოსთვის, მაგრამ ეს შინაგანი შეპყრობილობა ბევრად უფრო საშიში ხდება, არა მარტო ამ ადამიანისთვის, მთელი საზოგადოებებისთვისაც კი, თუ ამ ადამიანის უფლებამოსილება ვრცელდება დიდ მასებზე", - აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.

 

მისივე თქმით, ადამიანი, რომელიც საღი აზროვნების და განსჯის უნარს კარგავს, ადამიანურ სახესაც კარგავს.

წაკითხვა 313 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.