April 27, 2024

,,პირველად ეზიარა დღეს ზაზა სარალიძე, მე ვფიქრობ, შვილის ლოცვით''-ილია მეორე

ვულოცავ ბატონ ზაზა სარალიძეს პირველ ზიარებას, მან აღსარება თქვა და ეზიარა, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ, დღეს სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას ისაუბრა.
სადღესასწაულო წირვას შვილმკვდარი მამა ზაზა სარალიძე მეუღლესთან ერთად ესწრებოდა. უწმინდესმა იგი ამბიონზე აიყვანა და ქადაგებისას მას მიმართა.
„დღეს განსაკუთრებული დღეა, ჩვენთან წირვაზე ბრძანდებოდა ბატონი ზაზა, რომელმაც დაკარგა თავისი საყვარელი შვილი. წმინდა ნიკოლოზი შეეწია მას, პირველად ეზიარა დღეს ბატონი ზაზა, მე ვფიქრობ, შვილის ლოცვით. შვილი ლოცულობს მისთვის, დედისთვის, ოჯახისთვის და ვულოცავთ ამ ბედნიერ დღეს“, - განაცხადა პატრიარქმა.
უწმინდესმა ასევე მიმართა ზაზა სარალიძეს, ხომ არ ექნებოდა მას რაიმე სათქმელი.
„უფალმა დიდხანს გვიმყოფოს თქვენი თავი“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ პატრიარქის საპასუხოდ.
ქადაგების ბოლოს უწმინდესმა ტაძარში შეკრებილებს დღევანდელი დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ წმინდა ნიკოლოზი ეხმარება ყველას, არაქრიასტიანებსაც კი.
წირვის დასრულების შემდეგ პატრიარქი ზაზა სარალიძესთან და მის მეუღლესთან ერთად საპატრიარქოში გაემგზავრა.
.interpressnews.ge
წაკითხვა 1101 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.