April 26, 2024

"გიორგი გახარია ჩემთვის ჩვეულებრივი მოსკოვის კაცია, თუ ის პრემიერი გახდა, ეკლესიასთან მთავრობას დიდი პრობლემა ექნება"

გიორგი გახარია ჩემთვის ჩვეულებრივი მოსკოვის კაცია, თუ ის პრემიერ-მინისტრი გახდა, ეკლესიასთან მთავრობას დიდი პრობლემა ექნება, - ამის შესახებ „ტვ პირველთან“ ინტერვიუში სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა (იაკობიშვილმა) განაცხადა.

„გიორგი გახარიასთან მე არ მაქვს ნორმალური ურთიერთობა. არ არის ისეთი რაღაც, რომ მე ვიღაცას რაღაც ვაპატიო, რაც საპატიებელი არ არის. მე ახლა კანონპროექტზე არ გეუბნებით, სხვა რამეა, რა თქმა უნდა, იცის თვითონ. კანონპროექტი არაფერი არის იმასთან შედარებით, რასაც აპირებდნენ. ხელმძღვანელობამაც რომ გაუგოს, ალბათ, მოიშორებენ. გახარია ჩემთვის ჩვეულებრივი მოსკოვის კაცია. თუ ზემოთ წინსვლა დაიწყო, ჩამოვაგდებ... ვერ გახდება პრემიერი. თუ გახარია პრემიერ-მინისტრი გახდა, ეკლესიასთან მთავრობას დიდი პრობლემა ექნება“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

წაკითხვა 1052 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 29 2018

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.