"კაცობრიობა დაიღალა, ჩვენც დავიღალეთ, მაგრამ გული არ უნდა გაგვიტყდეს, ყოვლაწმინდა ღვთისმშობელი ჩვენთან არის"
ილია მეორემ მრევლს მარიამობის დღესასწაული მიულოცა.
„ყველას გილოცავთ მარიამობას. დღეს ყოვლაწმინდა ღვთისმშობელი ჩვენთანაა. შესთხოვეთ რაც გიჭირთ და ღვთისმშობელი შეასრულებს თქვენს თხოვნას. სიონობას გილოცავთ, ჩვენთან არს ღმერთი. დღეს ჩვენ ვიხსენებთ ჩვენს წინაპრებს. ასე რომ, ზეიმი ორმაგია, ზეციური და ქვეყნიური. აგრეთვე ვულოცავთ ჩვენს წინაპრებს მარიამობის დღესასწაულს. აი, თქვენ ახლა იგალობეთ – დავიღალე, დავიღალე, მოდი ჩემთან, უფალო. კაცობრიობა დაიღალა, ჩვენც დავიღალეთ, მაგრამ გული არ უნდა გაგვიტყდეს. ყოვლწამინდა ღვთისმშობელი ჩვენთან არის. გიხაროდეთ, რამეთუ ჩვენ შვილები ვართ ღვთისმშობელისა.
ვისაც გაქვთ დრო და საშუალება, თქვენც წაიკითხოთ ღვთისმშობლის დაუჯდომელი. დალოცვილი იყავით და გაიხარეთ, მე მუდამ თქვენთან ვარ სულით და ხორცით, ჩვენთან არს ღმედრთი“, – განაცხადა ილია მეორემ.
სიახლეები
- "საქართველო გზაგასაყარზეა - ის ევროპისკენ გზაზე უნდა დარჩეს" - ურსულა ფონ დერ ლაიენი
- "გულანთებულ ახალგაზრდებს მივმართავ, რომ რაღაცები არ არის საჭირო, დაანებეთ თავი პარლამენტის კარს, იქ არაფერი აღარ ხდება"
- "ვინც ამბობს, რომ ეს კანონი რუსულია, არა მარტო იტყუება, არამედ ცრუპენტელობს" - პრემიერი
- "დროა, პოლიტიკური კრიზისიდან მშვიდობიანი გამოსავლის საძიებლად, ურთიერთობებმა გადაინაცვლოს ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან"- საპატრიარქო
- "დღეს ქვეყანა გადასარჩენია" - თბილისში დაგეგმილ აქციას ქუთაისიდანაც შეუერთდნენ