სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის სამძიმრის წერილს სულთმოფენობის დღესასწაულთან დაკავშირებით საპატრიარქო ავრცელებს

აღვავლენთ ლოცვებს მართლმადიდებლობით აღსრულებულ ჩვენს წინაპართათვის, სამშობლოს კეთილდღეობისათვის დამაშვრალთა და ეკლესიის მსახურთათვის, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მომწყდართათვის, კოვიდ-პანდემიით გარდაცვლილთა და ყოველთა ახლადშესვენებულთათვის, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილშია აღნიშნული, რომელსაც სულთმოფენობის დღესასწაულთან დაკავშირებით საპატრიარქო ავრცელებს.

„სულთმოფენობის წინა დღე, მიცვალებულთა დიდი დღეა და ამ დღეს მართლმორწმუნენი განსაკუთრებულად იხსენებენ გარდაცვლილ ახლობლებს. ჩვენც, ჩვენის მხრიდან, აღვავლენთ ლოცვებს მართლმადიდებლობით აღსრულებულ ჩვენს წინაპართათვის, სამშობლოს კეთილდღეობისათვის დამაშვრალთა და ეკლესიის მსახურთათვის, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მომწყდართათვის, კოვიდ-პანდემიით გარდაცვლილთა და ყოველთა ახლადშესვენებულთათვის.

 

ერთხელ კიდევ გულისტკივილით, ასევე, ვიხსენიებთ ჩვენს თანამემამულეებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე გაიღეს განსაცდელში მყოფი უკრაინელებისთვის და შეეწირნენ სისხლისმღვრელ ომს. ღმერთმა აცხოვნოს მიხეილ თევდორაძე, გიორგი ქააძე, ილია (ვანო) ჩოხელი, სერგო ლისიხი, მიხეილ მაზანაშვილი, დავით ქუჩუკიანი, ზურაბ ოდიშვილი, ვახტანგ ბარაბაძე, არსენ ქეცბაია, ზვიად გიგანი...

 

აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მათი უკვდავი სულნი, ხოლო ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მოანიჭოს მშვიდობა, ლოცვის ძალა და ურყევი რწმენა იმისა, რომ სიცოცხლე არ მთავრდება გარდაცვალებით, არამედ იგია დასაწყისი მარადიული ცხოვრებისა“, - ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის სამძიმრის წერილში.

წაკითხვა 293 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 03 2023
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.