დღეს, წმ.ლაზარეს აღდგინების სახელობის ტაძრისა და წმ.კვიპრიანესა და იუსტინას ტაძრის წინამძღვრის დეკანოზი ზოსიმე ჭუმბურიძის მღვდლად კურთხევის დღეა

დღეს, წმ.ლაზარეს აღდგინების სახელობის ტაძრისა და წმ.კვიპრიანესა და იუსტინას ტაძრის წინამძღვრის დეკანოზი ზოსიმე ჭუმბურიძის მღვდლად კურთხევის დღეა.

2003 წლის 2 აგვისტოს, წმ.ელია წინასწარ მეტყველის ხსენების დღეს, ქუთათელ - გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ დიაკონი ზოსიმე ჭუმბურიძე მღვდლად აკურთხა გელათში. აღნიშნული თარიღიდან დღეს, 20 წელი შესრულდა.

 

ახლად ნაკურთხმა მამა ზოსიმემ ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში მოაწყო წმ.ლაზარეს აღდგინების ეკლესია. მამა ზოსიმემ სასულიერო მოღვაწეობის 20 წლიან პერიოდში ააშენა და აღადგინა არაერთი ეკლესია თუ მონასტერი. წმინდა კვიპრიანესა და იუსტინეს სახელობის ეკლესია, წმინდა სპირიდონ ტრიუმფუნტელის სახელობის ეკლესია, სოფელ ჭოლევის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია, წმ.მართასა და მარიამის სახელობის დედათა მონასტერი და წმ.მენელსაცხებელი დედათა ეკლესია.

 

359677364 1007254683796380 5066444607266590576 n

 

მამა ზოსიმე გაწეული ღვაწლისთვის სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ლოცვა კურთხევით დაფასებული იქნა არაერთი სასულიერო ჯილდოთი. მამა ზოსიმე ქუთათელ - გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ აიყვანა დეკანოზის ხარისხში, მიენიჭა გამშვენებული ჯვრისა და მიტრის ტარების უფლება, ხოლო ქუთათელ, გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოანემ დააჯილდოვა მეორე გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით.

 

საინფორმაციო სააგენტო FirstNews.ge ულოცავს მამა ზოსიმეს ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს, უსურვებს ჯანმრთელობასა და სულიერ სიძლიერეს.

 

359604643 654662039657219 6630280354517614771 n

წაკითხვა 744 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 02 2023
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.