May 2, 2024

"თუ სინოდის სხდომა დაემსგავსება პილატეს სასამართლოს, ყველაფერი შესაძლებელია"

თუ წმინდა სინოდის სხდომა გადაიქცევა და მიემსგავსება პილატეს სასამართლოს, ყველაფერი შესაძლებელია, - ასე უპასუხა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა მეუფე პეტრე ცაავამ, წმინდა სინოდის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც მისდამი შესაძლო სასჯელის დაწესებას შეეხებოდა.

 

მისივე თქმით, მისთვის არაფერი არ შეცვლილა.

 

„ჭეშმარიტება არის მარადიული. მირჩევნია სიმართლისთვის დავისაჯო, ვიდრე ტყუილისთვის გავმართლდე. ღმერთი არის სიმართლეში და ბოლო სიტყვას იტყვის უფალი. რაც შეეხება ჩემთან დამოკიდებულებას, სასჯელს, თუ დღევანდელი დღე და წმინდა სინოდის სხდომა გადაიქცევა და დაემსგავსება პილატეს სასამართლოს, ყველაფერი შესაძლებელია,“ - განაცხადა მეუფე პეტრემ.

 

მისივე თქმით, უნდა შეიქმნას საეკლესიო სასამართლო.

 

„საეკლესიო სასამართლო უნდა შეიქნას და ყველა ადამიანის, პიროვნების, ჩემი თუ დაბალი იერარქის საკითხი უნდა გადაწყდეს კანონიკური სამართლით,“ - აღნიშნა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა.

წაკითხვა 569 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 31 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.