April 26, 2024

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

„მღვდელმონაზონ იეროთეოზს (დავით მარგველაშვილი) ეკრძალება ღვთისმსახურება და მისი საქმე სამთავარეპისკოპოსოს საეკლესიო სასამართლოში გადაეცემა“ - ამის შესახებ დასავლეთ ევროპის რუსული ტრადიციების მართლმადიდებელ ეკლესიათა მთავარეპისკოპოსის კანცელარიის 2020 წლის 22 ივნისის კომუნიკეშია ნათქვამი, რომელსაც საქართველოს საპატრიარქოს ავრცელებს. 

კომუნიკეში უარყოფილია ინფორმაცია, რომელიც სოციალურ ქსელში მღვდელმონაზონმა იეროთეოზმა გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ თითქოსდა მაღალყოვლადუსამღვდელოეს დუბნელი მიტროპოლიტის, იოანეს ლოცვა-კურთხევით პარიზში იქმნებოდა სამთავარეპისკოპოსოს შემადგენლობაში ქართულენოვანი სამრევლო. 

 

"მთავარეპისკოპოსის კანცელარიის 2020 წლის 22 ივნისის კომუნიკე, იმ ცრუ ინფორმაციის შესახებ, თითქოსდა პარიზში იქმნება ქართულენოვანი სამრევლო მოსკოვის საპატრიარქოს დასავლეთ ევროპის რუსული ტრადიციების მართლმადიდებელ ეკლესიათა სამთავარეპისკოპოსოს შემადგენლობაში.

 

მღვდელმონაზონ იეროთეოზის (დავით მარგველაშვილი) მიერ საკუთარ სოციალურ ქსელში გაკეთებულმა განცხადებამ, თითქოსდა მაღალყოვლადუსამღვდელოეს დუბნელი მიტროპოლიტ იოანეს ლოცვა-კურთხევით პარიზში იქმნებოდა ჩვენს სამთავარეპისკოპოსოს შემადგენლობაში ქართულენოვანი სამრევლო, გამოიწვია ბევრი გაუგებრობა ჩვენს ეკლესიებს შორის. ჩვენ ოფიციალურად ვაცხადებთ, რომ ვუარყოფთ მოცემული განცხადების სიმართლეს.

 

ამასთან ერთად, ვარწმუნებთ ჩვენს ქართველ ძმებს, რომლებიც საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარის მიტროპოლიტ გერასიმეს (შარაშენიძე) 2020 წლის 16 ივნისის წერილში გამოხატავენ საკუთარ შეშფოთებას ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ ჩვენ არასოდეს არ გვქონია განზრახვა შეგვექმნა რაიმე მსგავსი გაერთიანება, რადგან ჩვენ ვიცით, რომ პარიზში ფუნქციონირებს ქართული ტრადიციების სამრევლო, რომლის წინამძღვარია მისი მაღალღირსება არქიმანდრიტი ანტონი კანდელაკი.

 

ძალზე ვწუხვართ მომხდარი პროვოცირებული გაუგებრობის გამო, რომელიც ხსენებულმა პუბლიკაციამ გამოიწვია და ვითხოვთ ამის გამო შენდობას. ამასთან ერთად, მღვდელ-მონაზონ იეროთეოზს (დავით მარგველაშვილი) ეკრძალება ღვთისმსახურება და მისი საქმე სამთავარეპისკოპოსოს საეკლესიო სასამართლოში გადაეცემა" - აღნიშნულია კომუნიკეში. 

წაკითხვა 477 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 23 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.