"ყველაზე დიდი საუნჯე დედამიწაზე არის ადამიანი"

„ყველაზე დიდი საუნჯე დედამიწაზე არის ადამიანი. გავუფრთხილდეთ ადამიანს", - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

 

ილია მეორის თქმით, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ადამიანმა გაიხაროს.

 

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ადამიანს ცხოვრების დღეები გავუადვილოთ, ვიშრომოთ სხვისთვის და ის შრომა დაგიბრუნდებათ თქვენ. მაცხოვარი ამბობს, "სადაც არის საუნჯე შენი, იქ იქნება გული შენი". ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გაიხაროს ადამიანმა. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ. ღმერთმა ინებოს, რომ სულ სიხარული სუფევდეს თქვენს ოჯახებში, თქვენს სახლში, თქვენს შვილებში, დალოცვილი იყავით“, – განაცხადა ილია მეორემ.

წაკითხვა 569 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 04 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.