May 18, 2024

ბიძინა ივანიშვილმა გოგი ქავთარაძის ოჯახს მიუსამძიმრა

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გოგი ქავთარაძის ოჯახს მიუსამძიმრა.

გოგი ქავთარაძის სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთის ტაძარში მიმდინარეობს, სადაც პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი იმყოფებოდა.

 

„სამწუხაროა, როდესაც საზოგადოებას ისეთი ღირსეული ადამიანი აკლდება, როგორიც გოგი ქავთარაძე იყო. ვუსამძიმრებ ბატონი გოგის ოჯახსა და მთელს საქართველოს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

რეჟისორი და მსახიობი გოგი ქავთარაძე 80 წლის ასაკში 20 დეკემბერს გარდაიცვალა. გოგი ქავთარაძეს დღეს, მახათაზე მდებარე პანთეონში დაკრძალავენ.

წაკითხვა 214 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.