კორონავირუსით მეცნიერი ტარიელ ფუტკარაძე გარდაიცვალა
ქუთაისში კორონავირუსით გარდაიცვალა საქართველოს უზენაესი საბჭოს ყოფილი წევრი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე.
"დღეს ოფიციალურად ვისტუმრე კოვიდ-19", - დაწერა მან ფეისბუკის გვერდზე.
მკურნალობას საავადმყოფოში გადიოდა, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ტარიელ ფუტკარაძე იყო სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის "ქართველური ენათმეცნიერება" ავტორი და ხელმძღვანელი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში. საბაკალავრო, სამაგისტრო და სადაქტორო პროგრამების ("ქართული ფილოლოგია", "ქართველური ენათმეცნიერება") ავტორი და ხელმძღვანელი საქართველოს საპატრიარქოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში.
პროფესორ ფუტკარაძეს გამოქვეყნებული აქვს ენათმეცნიერული ხასიათის 300-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი (მათ შორის, მონოგრაფიები, სახელმძღვანელოები) და 300-მდე პუბლიცისტური წერილი.
1984 წლიდან ხელმძღვანელობდა დიალექტოლოგიურ ექსპედიციებს: აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში, სვანეთში, ლეჩხუმში, სამეგრელოში, ხევსურეთში, იმერხევში, ტაოში; მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა 29 დიალექტოლოგიური ექსპედიცია (იხ.: ტ. ფუტკარაძე, "პროგრამა-ინსტრუქცია დიალექტოლოგიური (ეთნოლოგიური და ფოლკლორული ტექსტების მომძიებელთათვის", ქუთაისი, 1997, გვ. 1-46. ინგლისური ტექსტი: Programme-Instruction, for the collectors of dialectologic (ethnographic, folklore texst), Kutaisi, 1997, p. 47-60; "ქუთაისის უნივერსიტეტის გამომცემლობა").
ტარიელ ფუტკარაძის რედაქტორობით გამოქვეყნებულია 60-მდე მონოგრაფია და სამეცნიერო კრებული/ჟურნალი (2018 წლის მონაცემებით).
2018 წლის მონაცემებით პროფ. ტარიელ ფუტკარაძის ხელმძღვანელობით შესრულდა 31 სადოქტორო სადისერტაციო ნაშრომი.
ტარიელ ფუტკარაძე იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკიდან "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო"; ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); ასევე იყო ქ. ბათუმის პრეფექტი (1991) და 1991 წლის 31 მარტს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის თემაზე საქართველოში ჩატარებული საყოველთაო რეფერენდუმის ორგანიზატორი აჭარაში.
სიახლეები
- "სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას და ხალხს, ეს მიდგომა არასწორია"- ირაკლი ღარიბაშვილი
- "თურქეთი საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების მომხრედ რჩება და როგორც ადრე, ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას"
- პრეზიდენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო
- "გავიგე, რომ ნატა ფერაძეს ოჯახთან ერთად მოუწია ქვეყნის დატოვება, რადგან დაჭერას უპირებდნენ სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით"
- "პრეზიდენტად წოდებულს, ქალბატონს, რომ არ აინტერესებს კონსტიტუცია, ქვეყნის ინტერესები, ცხადი" - ირაკლი ღარიბაშვილი