ისტორიამ არაფერი გასწავლა? შენ დღეს დააკანონე ძალადობა! - ვის მიმართავს ინგა გრიგოლია

ეს განცდა უკვე დიდი ხანია მაქვს, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრება არის ძალიან საშიში, განსაკუთრებით კტირიკული ადამიანებისთვის, განსაკუთრებით კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისთვის - ამის შესახებ ინგა გრიგოლიამ ჟურნალისტ ვახო სანაიაზე ძალადობაში ბრალდებულების განაჩენის შეფასებისას განაცხადა. 

 

მისი თქმით, მოსამართლემ დღეს ძალადობა დააკანონა.  

 

"მე მქონდა ეს მოლოდინი, რომ დღეს ამათ გამოუშვებდნენ, იმიტომ რომ 5 ივლისის მერე ზუსტად ვიცოდი, რომ მოძალადე ხელისუფლება ციხეში არჩევნების წინ არ ჩატოვებდა ვახო სანაიაზე თავდამსხმელებს და დღეს ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გაუშვა სიგნალი, რომ სადაც ნახავთ ჩემს მაკრიტიკებელ მედიას სცემეთ და დაესხით თავს, ჩაქოლეთ, თქვენი თავისუფლება იქნება გარანტირებული. მე უკვე რეაქცია არაფერზე აღარ მაქვს, იმის გარდა, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრება არის საშიში.

 

დღეს პირველად მეჭირა პლაკატი ხელში, სულ მეგონა რომ ჩემი საქმე უნდა მეკეთებინა სტუდიიდან და 5 ივლისის მერე საპროტესტო აქციებზე აღმოვჩნდი და დღეს პლაკატით ვიდექი და მონას ვეძახი, იმიტომ რომ არიან მართლა მონები, მოსამართლეს მინდა მივმართო - ისტორიამ არაფერი გასწავლა? შენ ხომ იცი, რომ არც თუ ისე შორეულ მომავალში მოგიწევს პასუხი აგო დღევანდელ გადაწყვეტილებაზე, იმიტომ რომ შენ დღეს დააკანონე ძალადობა, აუცილებლად მოგიწევს პასუხისმგებლობა, ჩვენ კი ჟურნალისტებს დღევანდელი დღის შემდეგ მძიმე დღეები გველოდება" - განაცხადა გიროგლიამ.

წაკითხვა 176 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.