April 30, 2024

ირინა ენუქიძე დღეს გიული ალასანიას გვერდით იდგებოდა - მაია ასათიანი

ჟურნალისტ მაია ასათიანის თქმით, დღეს რომ სანდრო გირგვლიანის დედა, ირინა ენუქიძე ცოცხალი იყოს, ის გიული ალასანიას გვერდით იქნებოდა. 

მისი თქმით, არცერთ შვილმკვდარ დედას არ სურს სხვა ქალი იხილოს შვილის კუბოსთან.

 

“მოვდიოდი და მახსენდებოდა ირინა ენუქიძე. ეს იყო ძალიან ღირსეული, შვილმკვდარი ქალი, დიახ, ქალი, რომელსაც შვილი მოუკლეს. ირინა ენუქიძე ახლა ცოცხალი რომ ყოფილიყო... ჩვენ, შვილმკვდარ ქალებს, არც ერთს არ გვინდა, რომ სხვა ქალი ვიხილოთ საკუთარი შვილის კუბოსთან! ირინა ენუქიძე დღეს იდგებოდა გიული ალასანიას გვერდით, მე ამისი მჯერა. კბილი კბილის წილ და სისხლი სისხლის წილ ჩვენ გვაქცევს ველურ ტომად და არა საზოგადოებად. ეს მინდა ვუთხრა ქალებს, რომლებიც შურისძიების ძახილით არიან გარეთ. რით განსხვავდებით მკვლელებისგან. 

 

ქალს შვილს უკლავენ. რა კადრები ვნახეთ ჩვენ? საბჭოთა მთავრობა გამახსენდა, რომელიც 9 აპრილამდე მოშიმშილე სტუდენტებზე ზუსტად იგივე ცნობებს ავრცელებდა, ისინი იქ იკვებებიან, ქეიფებს მართავენ და კარგად არიან. მაშინ საზოგადოება არ გაჩუმდა... იგივე სცენარია ახლაც. რუსული სცენარია ეს. რა კადრები ვნახეთ ჩვენ. 

 

ვისაც სიცოცხლეში უნახავს სააკაშვილი იცის, როგორი აქტიურია ის. ახლა რა კადრები ვნახეთ ჩვენ, ის არის დაუძლურებული, გამხდარი, მხრებჩამოყრილი და პაწაწუნა კოვზით რაღაცას იდებს პირში“ - ამბობს მაია ასათიანი.

წაკითხვა 245 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.