May 18, 2024

რამდენად ცივი ზამთარი გველოდება წინ და როგორ იმოქმედებს ანომალიური კლიმატური მოვლენა "ელ ნინიო" საქართველოზე საქართველოზე?

გა­ე­როს მსოფ­ლიო მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2018 წლის დე­კემ­ბრი­დან 2019 წლის თე­ბერ­ვლის ჩათ­ვლით, გლო­ბა­ლუ­რი კლი­მა­ტუ­რი მოვ­ლე­ნა ელ-ნი­ნიოა (El Niño) მო­სა­ლოდ­ნე­ლი.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ეს ანო­მა­ლი­უ­რი კლი­მა­ტუ­რი მოვ­ლე­ნა მსოფ­ლი­ოს კლი­მატ­ზე დიდ გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს.

 

და­ვინ­ტე­რეს­დით, რამ­დე­ნად იმოქ­მე­დებს მსოფ­ლი­ო­ში მიმ­დი­ნა­რე კლი­მა­ტუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ჰა­ვა­ზე და ამის გა­სარ­კვე­ვად გა­რე­მოს ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტოს და­ვუ­კავ­შირ­დით. უწყე­ბა­ში გვი­თხრეს, რომ ბუ­ნებ­რი­ვია, მსოფ­ლი­ო­ში მიმ­დი­ნა­რე კლი­მა­ტუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ზეც აი­სა­ხოს.

 

მიმ­დი­ნა­რე და სა­მო­მავ­ლო კლი­მა­ტის შე­საძ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბის გა­მო­სავ­ლე­ნად კვლე­ვე­ბი ტარ­დე­ბა მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო­ში. კვლე­ვის შე­დე­გად დად­გე­ნი­ლია, რომ ბოლო 20-25 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ად­გი­ლი აქვს ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბას, რაც ყვე­ლა­ზე მე­ტად ქვეყ­ნის სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წილ­შია გა­მო­ხა­ტუ­ლი.

 

 

ატ­მოს­ფე­რუ­ლი ნა­ლე­ქე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის ცვლი­ლე­ბის დი­ნა­მი­კა არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნია. და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მე­ლიც ისე­დაც ჭარ­ბი ნა­ლე­ქი­ა­ნო­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა, აღი­ნიშ­ნე­ბა ნა­ლე­ქე­ბის მა­ტე­ბის ტენ­დენ­ცია, მა­შინ რო­დე­საც, აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო (გან­სა­კუთ­რე­ბით ზა­ფხუ­ლის პე­რი­ოდ­ში) ნა­ლე­ქე­ბის შემ­ცი­რე­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა, რაც უარ­ყო­ფი­თად აი­სა­ხე­ბა მე­ურ­ნე­ო­ბის სხვა­დას­ხვა სექ­ტორ­ზე.

 

"მსოფ­ლი­ოს მე­ტე­ო­რო­ლო­გე­ბი ამინ­დის გრძელ­ვა­დი­ა­ნი (სე­ზო­ნუ­რი) პროგ­ნო­ზე­ბის შედ­გე­ნი­სას აუ­ცი­ლებ­ლად ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ ოკე­ა­ნე­ებ­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს, გან­სა­კუთ­რე­ბით ისეთ მას­შტა­ბურ პრო­ცესს, რო­გორ­საც El Niño წარ­მო­ად­გენს.

ექ­სპერ­ტე­ბის დას­კვნით, სათ­ბუ­რის გა­ზე­ბის ემი­სი­ე­ბის შემ­დგო­მი მა­ტე­ბა გა­მო­იწ­ვევს კი­დევ უფრო ინ­ტენ­სი­ურ დათ­ბო­ბას და გა­ამ­ძაფ­რებს კლი­მა­ტუ­რი სის­ტე­მის ყვე­ლა კომ­პო­ნენ­ტის ცვლი­ლე­ბას. სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­იზ­რდე­ბა ექ­სტრე­მა­ლუ­რი მოვ­ლე­ნე­ბის ინ­ტენ­სი­ვო­ბა და ხდო­მი­ლე­ბის ალ­ბა­თო­ბა" - გვი­თხრეს გა­რე­მოს ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტო­ში.

 

ყვე­ლას­თვის სა­ინ­ტე­რე­სოა, რამ­დე­ნად ცივი ზამ­თა­რი გვე­ლო­დე­ბა წელს, ამის შე­სა­ხებ კი სა­ა­გენ­ტო­ში გვაც­ნო­ბეს, რომ სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის რე­გი­ო­ნის ქვეყ­ნე­ბის, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპერ­ტე­ბის კლი­მა­ტუ­რი პროგ­ნო­ზის ფო­რუმ­ზე (SEECOF-18) მომ­ზა­დე­ბუ­ლი 2018-2019 წლე­ბის ზამ­თრის სე­ზო­ნის ამინ­დის პროგ­ნო­ზი ეყ­რდნო­ბა გლო­ბა­ლურ და ხმელ­თა­შუა ზღვის და აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის რე­გი­ო­ნე­ბის დი­ნა­მი­კურ და სტა­ტის­ტი­კურ მო­დე­ლებს.

 

ექ­სპერ­ტე­ბის დას­კვნით, 2018-2019 წლე­ბის ზამ­თრის პე­რი­ოდ­ში, ხმელ­თა­შუა ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე, მის შიდა რა­ი­ო­ნებ­ზე და კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ზე, ამინ­დის ფორ­მი­რე­ბა­ზე დო­მი­ნან­ტურ როლს წყნარ და ატ­ლან­ტის ოკე­ა­ნე­ებ­ში მიმ­დი­ნა­რე და მო­სა­ლოდ­ნე­ლი პრო­ცე­სე­ბი შე­ას­რუ­ლებს.

 

ყო­ვე­ლი­ვე ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ზამ­თრის პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მო­სა­ლოდ­ნე­ლია:

 

- ჰა­ე­რის სა­შუ­ა­ლო ტემ­პე­რა­ტუ­რა ნორ­მას­თან ახ­ლოს ან ნორ­მა­ზე 1 ან 2 გრა­დუ­სით მა­ღა­ლი;

- ნა­ლე­ქე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ნორ­მა­ზე მეტი.

რაც შე­ე­ხე­ბა, სა­ქარ­თვე­ლო­ში ზამ­თრის სე­ზო­ნის სა­შუ­ა­ლო მრა­ვალ­წლი­უ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რა (ნორ­მა) და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს დაბ­ლობ­ზე +5,7 მთა­ში 0,+2 მა­ღალ მთა­ში -4,+1 აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ბარ­ში +1,+5 მთა­ში -1,+4 გრა­დუსს შე­ად­გენს.

 

ზამ­თრის სე­ზო­ნის ნა­ლე­ქე­ბის სა­შუ­ა­ლო მრა­ვალ­წლი­უ­რი რა­ო­დე­ნო­ბა (ნორ­მა) და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს დაბ­ლობ­ზე 500-700 მმ, მთა­ში 300-400 მმ, მა­ღალ მთა­ში 200-300 მმ, აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ბარ­ში 70-120 მმ, მთა­ში 80-150 მმ, მა­ღალ მთა­ში 70-150 მმ -ს შე­ად­გენს.

 

წყარო: ambebi.ge

წაკითხვა 7197 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 26 2018
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.