May 4, 2024

"მე-20 საუკუნე ომისა და სისხლისღვრის საუკუნე იყო, 21-ე საუკუნე უნდა იყოს დიალოგის"

მე-20 საუკუნე ომისა და სისხლისღვრის საუკუნე იყო. 21-ე საუკუნე უნდა იყოს დიალოგის საუკუნე. მე ვლოცულობ, რომ უკრაინაში მშვიდობა სწრაფად აღდგეს, - ამის შესახებ ტიბეტელი ხალხის სულიერმა ლიდერმა დალაი ლამამ განაცხადა, რასაც CNN ავრცელებს.

დალაი ლამას თქმით, მნიშვნელოვანია მშვიდობა და ურთიერთგაგება. ამასთან, იგი უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო, მწუხარებას გამოთქვამს.

 

„ვწუხვარ, უკრაინაში კონფლიქტის გამო. ომი მოძველებულია, არაძალადობრივი ქმედება ერთადერთი გზაა. პრობლემები და უთანხმოება საუკეთესოდ წყდება დიალოგით. ნამდვილი მშვიდობა მოდის ურთიერთგაგებით და ერთმანეთის კეთილდღეობის პატივისცემით, იმედი არ უნდა დავკარგოთ, მე-20 საუკუნე ომისა და სისხლისღვრის საუკუნე იყო. 21-ე საუკუნე უნდა იყოს დიალოგის საუკუნე. მე ვლოცულობ, რომ უკრაინაში მშვიდობა სწრაფად აღდგეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

წაკითხვა 204 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.