May 19, 2024

კორონავირუსით ინფიცირების 376 ახალი შემთხვევა - ეპიდ-ვითარება საქართველოში

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 24 153 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 376 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 234  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  1.56%.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 24 153 კვლევა ტესტით, მათ შორის 22 059 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 094 PCR ტესტით.

 

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 376 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 650 384-ს.

 

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 5 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.56%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.43% ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.98%.

 

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 234 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 629 266-მდე.

 

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 765 პირი ემსხვერპლა.

 

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 376 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 174 შემთხვევა, აჭარა - 10, იმერეთი - 38, ქვემო ქართლი - 19, შიდა ქართლი - 44, გურია - 25, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 20, კახეთი - 24, მცხეთა-მთიანეთი -7, სამცხე-ჯავახეთი - 7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.

 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 4 327  საიდანაც, 445 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 244, აჭარაში - 22, იმერეთში - 81. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 118 პირი, მათ შორის, თბილისში - 70, აჭარაში - 16, იმერეთში - 10. 3 882 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

წაკითხვა 199 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.