May 17, 2024

საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ საკონფერენციო დარბაზში მრგვალი მაგიდის დისკუსია გაიმართა

დღეს, საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ საკონფერენციო დარბაზში პროექტის „აფხაზეთიდან დევნილი თემის განსახლების ობიექტებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ჩამოყალიბება, შესაძლებლობების გაძლიერება და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ქსელის შექმნის მხარდაჭერა“ ფარგლებში, მრგვალი მაგიდის დისკუსია გაიმართა.

პროექტს, რომლის მიზანია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების ობიექტებში საერთო ქონების მართვის თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრება და დევნილთა საზოგადოებრივი ინტეგრაციის გაზრდა, ცენტრი „აფხაზეთი“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს.

 

პროექტის ფარგლებში, განხორციელდა შემდეგი აქტივობები:

 

1. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების - დევნილების განსახლების ობიექტებში ხელი შეეწყო ბინათმესაკუთრთა ამხანაგობების ჩამოყალიბებას, ნოტარიულ რეგისტრაციას და მუნიციპალურ აღრიცხვას;

 

2. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლების შესაძლებლობები გაიზარდა ტრენინგების მეშვეობით;

 

3. სამიზნე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს გაეწიათ იურიდიული კონსულტაციები;

 

4. შეიქმნა დევნილთა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ვებ -პლატფორმა;

 

5. ხელი შეეწყო დევნილთა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ქსელის ჩამოყალიბებას;

 

მრგვალი მაგიდის დისკუსია წარიმართა თემაზე „აფხაზეთიდან დევნილ თემში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მდგრადი მართვის ხელშეწყობის საკითხები" — პროექტის მიგნებების და შედეგების განხილვა. 

 

დისკუსიის მიმდინარეობისას, განხილული იქნა პროექტის ფარგლებში მიღებული გამოცდილება, რაც აქტუალურია დევნილთა განსახლების ობიექტებში საერთო ქონების მართვის საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის, დევნილთა საზოგადოებრივი  ინტეგრაციისა და ადგილობრივი წარმომადგენლობის გაზრდისათვის.

 

ღონისძიების დამსწრეები ასევე გაეცვნენ პროექტის ფარგლებში შემუშავებულ ვებ-პლატფორმას და დევნილთა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ქსელის მიზნებს. განხილულ იქნა დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიმდინარე აქტუალური საკითხები. 

 

აღნიშნული პროექტის შესახებ უფრო დეტალურად FirstNews.ge- თან ცენტრი "აფხაზეთის" დირექტორმა ნუკრი მილორავამ ისაუბრა.

 

ძალიან მნიშვნელოვანია სათემო ორგანიზაციებისა და ზოგადად თემის განვითარება.

 

თემი და სათემო ორგანიზაციები სახელმწიფოებრივი მენეჯმენტის მართვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პირველადი უჯრედია, რომელიც თვითორგანიზებას აკეთებს. თვითორგანიზება ნიშნავს : პრობლემების იდენტიფიცირებას, ამ პრობლემების მოგვარების გზების დასახვას, შემდგომ უკვე ამ გზების ღონისძიებების რეალიზაციას იმისთვის, რომ კონკრეტულ შედეგს მივაღწიოთ.

 

შედეგი ყოველთვის ხელშესახები უნდა იყოს, შესაბამისად პრობლემაც ისეთი უნდა მოვძებნოთ, რომლის რეალური გადაჭრის რესურსებიც ჩვენ დღეს გაგვაჩნია. ჩვენმა პროექტმა. დევნილთა დასახლებებში მცხოვრებ, 50-ზე მეტ სათემო ორგანიზაციებს პრობლემების იდენტიფიცირება ასწავლა, ასევე, პრობლემების ირგვლივ ორგანიზება და მათი გადაჭრის გზების მოძებნა.

 

ეს კი ჩართულობის თემისა და ადგილობრივი თვითმმართველობის დახმარებით კეთდება.

 

ძალიან მალე, ალბათ დევნილებიც საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები და ჩვენი საზოგადოების ინტეგრირებული ნაწილები უნდა გახდნენ. მათ უნდა მიიღონ მონაწილეობა როგორც ადგილობრივ ასევე ცენტრალური ხელისუფლების სოციალური, ეკონომიური და პოლიტიკური ფუნქციების განხორციელებაში. სწორედ ეს არის ამ პროექტის მთავარი მიზანი,“- განაცხადა ჩვენთან საუბარში ნუკრი მილორავამ.

 

ააა286747225 354863940062110 4589173679364671002 n

 

ქსელის თავმჯდომარის რუსუდან ჯეჯეიას თქმით, ამ პროექტის ფარგლებში დასავლეთის სხვადასხვა რეგიონში ცენტრი "აფხაზეთის" ხელშეწყობით რამდენიმე ბინათმესკუთრეთა ამხანაგობა შეიქმნა.

 

„პროექტი მოიცავს წევრთა საერთო ქონების საზღვრების დადგენას, ეფექტურ მართვას, მუნიციპალურ პროგრამებში მონაწილეობას, შესაძლებლობების გაზრდასა და ასე შემდეგ. ასევე, შეიქმნა საიტი, სადაც ამხანაგობები შეძლებენ გაიგონ სიახლეები და განათავსონ საკუთარი საუკეთესო წარმატებული პრაქტიკული მაგალითები.

 

პროექტი ასევე, ხელს უწყობს ახალი და უკვე გამოცდილი ამხანაგობების დამეგობრებასა და გამოცდილების გაზიარებას,"- განაცხადა რუსუდან ჯეჯეიამ.

 

დისკუსიაში მონაწილეობას იღებდნენ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, ადგილობრივი თვითმმართველობის, აფხაზეთიდან დევნილი თემისა და მედიის წარმომადგენლები.

წაკითხვა 521 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 14 2022

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.