სოფო გორგოძის ინფორმაციით, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე აბიტურიენტების 95 % გამოცხადდა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფო გორგოძის ინფორმაციით, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე ორმა აბიტურიენტმა დააგვიანა.

როგორც სოფო გორგოძე განმარტავს, საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ამ ეტაპზე არსებული სტატისტიკის თანახმად კი რეგისტრირებული აბიტურიენტების დაახლოებით 95% გამოცხადდა გამოცდაზე.

 

"რეგისტრაცია ზუსტად 8:00 საათზე დაიწყო, ზუსტად 9:00 საათზე კი გამოცდა. ყველა საგამოცდო ცენტრიდან გვაქვს ინფორმაცია, რომ საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. აბიტურიენტებს ჯამში სამი საათი აქვთ, რომ ტესტზე მუშაობა დაასრულონ. ამ ეტაპზე არსებული სტატისტიკით, რეგისტრირებული აბიტურიენტების დაახლოებით 95% გამოცხადდა. რაც შეეხება დაგვიანებას, სამწუხაროდ, დაგვიანების 2 შემთხვევა გვაქვს. მინდა მოვუწოდო შუა დღის სესიის აბიტურიენტებს, რომ არ დაიგვიანონ. დაგვიანების შემთხვევაში საგამოცდო პროცესს ეთიშებით",- აღნიშნავს გორგოძე.

 

ცნობისთვის, ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. დღეს აბიტურიენტები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას აბარებენ.

 

სულ ქვეყნის მასშტაბით 22 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. გამოცდაზე რეგისტრაცია 08:00 საათზე ყველა საგამოცდო ცენტრში ერთდროულად დაიწყო.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს სამოქალაქო განათლების გამოცდით დასრულდება.

წაკითხვა 233 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 04 2022

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.