May 2, 2024

"გუდაურის ტრაგედიის დროს დაღუპულთა ოჯახებს სახელმწიფო 100-100 ათას ლარს გამოუყოფს"

მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი ღრმა მწუხარება გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო. ჩვენ დავკარგეთ ღირსეული შვილები, ამ ქვეყნის მოქალაქენი, ეკიპაჟის წევრები და მაშველები, ასევე გამოჩენილი მფრინავები, ღირსეული ადამიანები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, თითოეულ ოჯახს სამინისტრო 100 ათას ლარს გადასცემს.

 

„მე კარგად ვიცნობდი ამ ადამიანებს. წლებია, ჩვენ ერთად ვმგზავობდით, მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო მათ ოჯახებს და მთელ საზოგადოებას. სამინისტროს შემადგენლობასა და თითოეულ თანამშრომლებს, ასევე დაღუპულ ექიმებს. ეს დიდი ტრაგედიაა, ჩვენ ყველას ძალიან გული დაგვწყვიტა ამ ტრაგედიამ. მინდა, კიდევ ერთხელ ჩვენი მწუხარება გამოვხატო ამ ოჯახების მიმართ. სახელმწიფო მაქსიმალურად დაუდგება გვერდით გარდაცვლილი ადამიანების ოჯახებს. თითოეულ ოჯახს სამინისტრო 100 ათას ლარს, ასევე გამონაკლისის სახით, ჯანდაცვის სამინისტრო ექიმებისთვის გამოყოფს 100 ათას ლარს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

წაკითხვა 185 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.