ბოლო ანგარიშის თანახმად, საქართველოში კორონავირუსით 15 103 ორსული დაინფიცირდა
პირველი ივლისის მონაცემების თანახმად, საქართველოში კორონავირუსით 15 103 ორსული დაინფიცირდა. ამის შესახებ კოვიდ 19-თან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.
მათივე მონაცემების თანახმად, ორსულებში დადასტურებულ შემთხვევათა შორის ყველაზე მაღალი წილი 30–34 წლის ასაკობრივ ჯგუფზე მოდიოდა. ამასთან, აღნიშნულია, რომ საცხოვრებელი რეგიონის მიხედვით, ორსულების ინფიცირების შემთხვევების წილი მაღალია რაჭა-ლეჩხუმში და ქვემო სვანეთში, იმერეთსა და მცხეთა-მთიანეთში.
სიახლეები
- აშშ რუსეთს ადანაშაულებს უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებაში
- "ბიძინა ივანიშვილის მიერ ორი დღის წინ გაკეთებული განცხადებები ჩვენი პარტნიორებისთვის ომის გამოცხადებაა - ის, რაც მიუღებელია მოსახლეობისთვის, მიუღებელია პრეზიდენტისთვის'' - სალომე ზურაბიშვილი
- დღეს ტაძრებში დიდი ხუთშაბათის მსახურება შესრულდება
- დღეს პარლამენტში დაგეგმილი ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება - შენობაში 14:00 საათამდე უსაფრთხოების წითელი დონე იმოქმედებს
- "საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა და მის ხელისუფლებას მოვუწოდებ, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლება უზრუნველყოს " - ჯოზეფ ბორელი