May 17, 2024

დიდ დიღომში, კორპუსში აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 წლამდე ბავშვია

დიდ დიღომში, ერთ-ერთ კორპუსში აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. მათგან ორი დედა-შვილია, დაშავებულია 2 წლამდე ბავშვი, მესამე კი მეზობელი. აფეთქება დღეს, პირველი სექტემბრის დილას მოხდა.

დაშავებული დედა-შვილი ხეჩინაშვილისა და იაშვილის ბავშვთა კლინიკაში გადაიყვანეს. ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმის განცხადებით, ქალის ტრავმა სიცოცხლისთვის საშიშ დაზიანებათა ჯგუფს მიეკუთვნება:

 

"რეანიმაციის განყოფილებაში შემოყვანილია ახალგაზრდა ქალბატონი, კრიტიკული დამწვრობით, სასუნთქი გზების თერმო-ინგალაციური დამწვრობით, გამოხატული დამწვრობითი შოკით", - განაცხადა ექიმმა ქეთევან თარგამაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

სასწრაფო სამედიცინო დახმარების პრესსამსახურში განაცხადეს, რომ მცირეწლოვანი განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს იაშვილის კლინიკაში. სამედიცინო დაწესებულებაში ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

წაკითხვა 196 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.