May 17, 2024

პროექტი ორსული ქალბატონებისთვის, რომელიც INER GEORGIA-ს მიერ ხორციელდებოდა, პირველი ეტაპი დასრულდა

პროექტი ორსული ქალბატონებისთვის, რომელიც INER GEORGIA-ს მიერ ხორციელდებოდა, პირველი ეტაპი დასრულდა.

პროექტის ქვეპროგრამის ბენეფიციარები სოციალურად დაუცველი და კრიზისში მყოფი ორსულები იყვნენ.

 

ქვეპროგრამის ფარგებში, თუ ქალბატონი, შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენით დაადასტურებდა, რომ ახალი სიცოცხლის მოლოდინში იყო, აუცილებლად ხდებოდა პროგრამის მოსარგებლე. ის იღებდა მატერიალურ დახმარებას შემდეგი მომსახურებით: ექიმთან დამატებითი ვიზიტი, ლაბორატორიული კვლევა და საჭირო მედიკამენტები.

 

პროექტის ბენეფიტი 60-მა ორსულმა მიიღო. დახმარება კი სამ სექტორს ითვალისწინებდა:
ექიმის ვიზიტი (8 უფასო ვიზიტს ზემოთ),
ლაბორატორიული კვლევა;
მედიკამენტები/ ინექციები (ექიმის რეკომენდაციით).

 

აღნიშნული პროექტის შესახებ უფრო ვრცლად FirstNews.ge-ს ოჯახის ბუნებრივი დაგეგმვის ექსპერტი ნანა ნებიერიძე ესაუბრა:

 

"პროექტი არ ითვალისწინებდა მხოლოდ სოციალურად დაუცველობის სტატუსის მქონე ორსულების დახმარებას. ის მოიცავდა ყველა ორსულს, ვისაც მკურნალობის საჭიროება აქვს. რაც განსაკუთრებულად დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

 

პროექტის ეს ეტაპი დასრულდა და ვიმედოვნებთ, რომ იქნება მეორე ეტაპი, რომელიც შეეხება განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფ ორსულებს და დაუფინანსებს ძვირადღირებული მედიკამენტების შეძენას, რადგან პირველმა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ამის საჭიროება გამოიკვეთა.

 

ეს ჩვენც მოგვცემს საშუალებას, როგორც სიცოცხლის სამსახურს, ჩვენი მცირედი წვლილი შევიტანოთ ჯერ არშობილი ბავშვის სიცოცხლის გადარჩენაში," - განაცხადა ნანა ნებიერიძემ.

 

308751296 1292987611522419 5491361605751697851 nიიი

 

პროექტის მნიშვნელობაზე, ასევე, გვესაუბრა მისი ერთ-ერთი მონაწილე:

 

"ორგანიზაცია INER Georgia ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს ორსულებისა და მშობლებისთვის. ორსულობის პერიოდში ქალს ძალიან ბევრი გამოკვლევა, ანალიზი და მედიკამენტი სჭირდება, ის 8 გეგმური ვიზიტი კი, რომელიც სახელმწიფოს აქვს გათვლილი და დაფინანსებული, არ არის საკმარისი რომ ყველა საჭიროება მოიცვას. მე პირადად ორსულობისას არაგეგმური ექოსკოპია, კვლევა და ექიმთან ვიზიტი დამჭირდა, რაც ფინანსურად იმ დროს ჩემთვის არ იყო ხელმისაწვდომი. სწორედ INER Georgia იყო ის ორგანიზაცია, რომელიც ამ რთულ დროს გვერდით დამიდგა, დღეს კი 10 თვის ალექსანდრეს დედა ვარ. ასევე, მნიშვნელოვანია ის ლექციები, რომელსაც ორგანიზაცია მშობლის სკოლაში ატარებს და ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს. ვფიქრობ, ყველა მშობელმა უნდა გაიაროს ეს სკოლა," - აღნიშნა თათია ახვლედიანმა.

 

308846153 608419430926370 1240007551255475629 n444

 

პროექტი განხორციელდა როგორც ადგილობრივი, ასევე რეგიონული მასშტაბით: წყალტუბო, ზესტაფონი, ახალციხე, ფოთი, თბილისი.
აქტიური თანამშრომლობა შედგა:
„ბომონდის“ კლინიკა
ხონელიძის სახ. კლინიკა
„სიცოცხლის ხე“
დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული ცენტრი და ა.შ.
პროვაიდერი აფთიაქი შპს „იმპექსი.

 

შეგახსენებთ, რომ “INER Georgia – წყვილისა და სიცოცხლის სამსახურში” 2002 წელს დაარსდა ქალაქ ქუთაისის, მცირე პროფესიონალი ჯგუფის მიერ.

 

ორგანიზაციის საქმიანობა მოიცავს ოჯახების მხარდაჭერას აღმზრდელობით - საგანმანათლებლო, სოციალურ - სანიტარული და საკონსულტაციო პროფილით. ოჯახის ყველა სეგმენტისთვის გათვალისწინებულია შესაბამისი მომსახურება.

წაკითხვა 519 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 27 2022

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.