April 30, 2024

"წყნარი და ღიმილიანი გოგონა იყო, სპორტი სწავლაში ხელს არ უშლიდა... განადგურებულია მისი დამრიგებელი"

თბი­ლის­ში დატ­რი­ა­ლე­ბულ­მა ტრა­გე­დი­ამ მთე­ლი ქვე­ყა­ნა შეძ­რა. ახ­ლად­რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბულ ვა­კის პარკში, სა­დაც თა­მა­ში­სას, ბავ­შვებს ბურ­თი შად­რე­ვან­ში ჩა­უ­ვარ­დათ, მის ამო­სა­ღე­ბად შად­რე­ვან­ში ჩა­სულ მო­ზარდს და მის და­სახ­მა­რებ­ლად ჩა­სულ მის თა­ნა­ტოლს დენ­მა და­არ­ტყა. მათ­გან ერთი - 13 წლის გო­გო­ნა გარ­და­იც­ვა­ლა.

თბი­ლი­სის მე­რის კახა კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ვა­კის პარკში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის ცენ­ტრა­ლუ­რი კონ­ტრაქ­ტო­რი იყო "გრინ სერ­ვი­სი" და პრო­ექ­ტი შე­მოწ­მე­ბუ­ლი იყო.

 

პო­ლი­ცი­ა­ში უკვე და­ი­ბა­რეს კომ­პა­ნი­ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ლაშა ფურ­ცხვა­ნი­ძე.

 

"მე ვი­ყა­ვი პი­რა­დად პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი" - აღ­ნიშ­ნა მან.

 

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 240-ე პრი­მა მუხ­ლით და­ი­წყო, რაც უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვას გუ­ლიმობს, რა­საც მოჰ­ყვა ჯან­მრთე­ლო­ბის ნაკ­ლე­ბად მძი­მე ან მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა.

 

გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნა 55-ე სკო­ლის მოს­წავ­ლე მა­რი­ტა მე­ფა­რიშ­ვი­ლია. ის ჩოგ­ბურ­თე­ლი იყო და წარ­მა­ტე­ბულ მო­მა­ვალ­საც უწი­ნა­სარ­მე­ტყვე­ლებ­დნენ. მა­რიტა გა­სულ წელს სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნიც გახ­და.

 

AMBEBI.GE მა­რი­ტას პე­და­გოგს ესა­უბ­რა.

 

ლუბა კას­რა­ძე, მა­რი­ტა მე­ფა­რიშ­ვი­ლის პე­და­გო­გი: "მე­ხუ­თე წე­ლია, რაც მა­რი­ტას პე­და­გო­გი ვარ და ამა­სო­ბა­ში ძა­ლი­ან შე­მაყ­ვა­რა თავი. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გოგო­ნა იყო მა­რი­ტა, ამას ყო­ველ­გვა­რი გა­და­მე­ტე­ბის გა­რე­შე გე­უბ­ნე­ბით. ძა­ლი­ან მშვი­დი, წყნა­რი, ზრდი­ლი და ღი­მი­ლი­ა­ნი იყო. მა­რი­ტა სპორ­ტით იყო მაქ­სმა­ლუ­რად და­კა­ვე­ბუ­ლი, რა­საც ბევ­რი დრო მიჰ­ქონ­და (მა­რი­ტა მზი­უ­რის ჩოგ­ბურ­თის კორ­ტებ­ზე ვარ­ჯი­შობ­და, მისი მწვრთნე­ლი მამა - და­ვით მე­ფა­რიშ­ვი­ლი იყო - ნ.ფ.). მას სპორ­ტი არ უშ­ლი­და ხელს სწავ­ლა­ში. მა­რი­ტას უფ­რო­სი და ჰყავს, ნუცა, მე-9-ე კლა­სე­ლია, ისიც ვარ­ჯი­შობს.

 

ორი­ვე­ნი ზრდი­ლე­ბი, ლა­მა­ზე­ბი და გო­ნი­ე­რე­ბი არი­ან. კო­ვი­დის გამო, ლა­მის სამი წელი ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბა გვქონ­და და ხში­რად ვერ ვხვდე­ბო­დით ერ­თმა­ნეთს, ნაკ­ლე­ბი შე­ხე­ბა გვქონ­და და ისე წა­მო­ი­ზარ­დნენ ეს ბავ­შვე­ბი, ვერც გა­ვი­გეთ... წელს ჩვე­უ­ლებ­რი­ვად მო­ვი­და მა­რი­ტა სკო­ლა­ში. კარ­გის მეტი არა­ფე­რი მეთ­ქმის, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი და ძა­ლი­ან მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი ბავ­შვი იყო. არ ვიცი, დღეს რა­ტომ გა­აც­დი­ნა, ამ­დე­ნი არ ვიცი. მისი დამ­რი­გე­ბე­ლი გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია, ახალ­გაზ­რდა ბი­ჭია, ხე­ლოვ­ნე­ბას ას­წავ­ლის და კლას­ზე ზედ­გა­და­ყო­ლი­ლია. ისიც და მთე­ლი სკო­ლაც შოკ­ში ვართ, მე­ხის და­ცე­მას ჰგავს ეს ყვე­ლა­ფე­რი".

წაკითხვა 290 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.