May 2, 2024

ლიკანში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად დაშავებული ქალი გარდაიცვალა

ლიკანში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად დაშავებული ქალი გარდაიცვალა. აფეთქების შემდეგ დაშავებული ბორჯომის „ჯეო ჰოსპიტალსში“ მიიყვანეს, თუმცა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებების გამო მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

კორპუსის მდგრადობას ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები შეისწავლიან. ვიდრე ექსპერტები კორპუსის მდგრადობას შეამოწმებენ, იქამდე შენობაში შესვლის უფლება არავის აქვს, მათ შორის არც კრიმინალურ პოლიციას.

 

15-სართულიანი კორპუსის მცხოვრებლების ნაწილი (86 ადამიანი) აფეთქების შემდეგ მუნიციპალიტეტის მერიამ სასტუმროებში გადაიყვანა, დანარჩენებმა ღამე ნათესავებთან გაათენეს.

 

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ელექტრო, ან თბოენერგიის, გაზის ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.

 

აფეთქება ლიკანში, საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე გუშინ მოხდა, რაც სავარაუდოდ, გაზის დაგროვებამ გამოიწვია.

წაკითხვა 220 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.