საზოგადოებას 20 ნოემბერს, მთავრობის ადმინისტრაციასთან ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის მხარდასაჭერად მისვლისკენ მოუწოდებს მიხეილ სააკაშვილის მამა

მიხეილ სააკაშვილის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი საზოგადოებას მოუწოდებს, 20 ნოემბერს, 14:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციასთან ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის მხარდასაჭერად მივიდნენ.

როგორც ნიკოლოზ სააკაშვილი აცხადებს, საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას, რომ „საქართველო გადაიქცეს ქვეყნის პრეზიდენტების სასაკლაოდ“.

 

„ქართველებო და არაქართველებო, ქვეყნის განვითარების და აყვავების, ევროორიენტაციის მომხრეებო, უბრალოდ საზოგადოების რიგითო წევრებო, მედიკოსებო, განსაკუთრებით ახალგაზრდებო. მოგმართავთ პირველ რიგში,როგორც ამ ქვეყნის პატრიოტი. საქმე ეხება ადამიანს, ქვეყნის პრეზიდენტს, რომელიც ამ ხელისუფლების პირობებში არის აბსოლუტურად შეთითხნილი ბრალდებებით პატიმარი. კაცი ციხის პირობებში დაავადდა უმძიმესი სენით და დღეს უკვე იბრძვის სიცოცხლის უფლებისათვის. კაცი, რომელმაც შექმნა თანამედროვე სახელმწიფოებრიობა, საქართველო გაიყვანა მსოფლიოს დიდი პოლიტიკის ასპარეზზე და გახადა ანგარიშგასაწევ ძალად. ადამიანებს საქმით დაანახა და გაუღვივა ქვეყნის წინსვლის იმედი. ეს კაცია გადასარჩენი და ამ კაცს არ უნდა წაართვან სიცოცხლის უფლება?!

 

დავდგეთ ერთად და მივაწვდინოთ ხალხის ხმა ამ ხელისუფლებას. სამწუხაროდ, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ მაძლევს უფლებას ვიყო ფიზიკურად აქტიურად ჩართული მიშას სიცოცხლის გადარჩენის პროცესში. დავუდგეთ ერთმანეთს და მიშას გვერდით, არ დავუშვათ, რომ საქართველო გადაიქცეს ქვეყნის პრეზიდენტების სასაკლაოდ. მიშას სასწრაფოდ სჭირდება საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაყვანა. დავრწმუნდით, რომ აქ ამის უნარი ნებით თუ უნებლიეთ, არ გააჩნიათ, სამწუხაროდ.

 

თხოვნაა 20 რიცხვში 14:00 საათზე, მობრძანდით მთავრობის კანცელარიასთან.

 

თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს! უფალი იყოს მისი მფარველი. მიშა უნდა გადარჩეს!” - წერს მიხეილ სააკაშვილის მამა საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე.

წაკითხვა 179 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.