" გავიგე, რომ დაეცა, თუმცა თვითონ არაფერი უთქვამს"- გიული ალასანია

გავიგე, რომ დაეცა, თუმცა თვითონ არაფერი უთქვამს, რატომღაც მიმალავენ. გუშინ საღამოს რომ ვიყავი, დამცხრალი იყო, [სახეზე] რაღაცები დამადესო, - ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ კლინიკა „ვივამედში“ შვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მან ასევე აღნიშნა, სააკაშვილი კვლავ ვერ იღებს საკვებს.

 

„წნევა ჰქონდა მაღალი, არადა საერთოდ არ აქვს მაღალი წნევა - შეიძლება ამის ბრალი იყო ან საერთო სისუსტის. პირადად ჩემი მოლოდინია, რომ ყველა ამ დიაგნოზზე დაყრდნობით სასამართლომ უნდა მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება - ეს არის ძალიან სასწრაფო, რადგან ადამიანი ვერ ჭამს. მეც ვარ იმის მოწმე, რომ უნდა, მაგრამ ვერ ჭამს, ვერ იღებს საკვებს. ორი ლუკმაც პრობლემაა“, - განაცხადა გიული ალასანიამ.

წაკითხვა 193 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.