"ჯოჯოხეთი გამოვიარეთ, მინახავს წიგნი, სადაც კომუნისტების მიერ რწმენისთვის დახვრეტილთა გვარებია ჩამოწერილი, დრო შეიცვალა"

ჩვენ გამოვიარეთ რთული გზა, ჯოჯოხეთი, მინახავს წიგნი, სადაც ჩამოწერილია სახელები ადამიანებისა, რომლებიც დახვრიტეს კომუნისტებმა რწმენისთვის, დრო შეიცვალა, დღეს მშობლების მოვალეობაა, აზიარონ შვილები სარწმუნოებას, ეკლესიურ ცხოვრებას, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ  ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულზე ქადაგებისას აღნიშნა.

 

„გილოცავთ დღესასწაულს, ტაძრად მიყვანებას ყოვლადმწინდისა ღვთისმშობლისა. ეს არის მაგალითი, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ჩვენ. რა გამოვიარეთ ჩვენ? ჩვენ გამოვიარეთ რთული გზა, – ჯოჯოხეთი გამოვიარეთ. მე მინახავს წიგნი, სადაც ჩამოწერილია სახელები ადამიანებისა, რომელნიც დახვრიტეს კომუნისტებმა რწმენისთვის.

 

დრო შეიცვალა. დღეს მშობლების მოვალეობა არის, რომ აზიარონ შვილები სარწმუნოებას, აზიარონ ეკლესიურ ცხოვრებას. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დღესასწაულს.

 

იმედი მაქვს, შევძლებთ, დავძლიოთ ის სირთულეები, რაც ჩვენს წინაშე დგას. ჩვენთან არს ღმერთი“,- განაცხადა ილია მეორემ.

წაკითხვა 191 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 04 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.