May 2, 2024

ივნისში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენები 5 ახალი მიმართულებით დაიწყება

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ივნისში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, ფრენები 5 ახალი მიმართულებით დაიწყება.

უწყების ცნობით, ეს მიმართულებებია - ბრიუსელი, მადრიდი, ფრანკფურტი, ჰამბურგი და პოზნანი.

 

„ჩვენ, როგორც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორმა კომპანიამ სტრატეგიულ პარტნიორთან მოლაპარაკებები წარმატებით დავასრულეთ, რის შედეგადაც Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2023 წლის ივნისიდან მესამე ბაზირებულ ხომალდს აბრუნებს და პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულებას ევროპის 5 ახალი მიმართულებით დაიწყებს. Wizz Air-ის მესამე ბაზირებული ხომალდი ახალი მიმართულებების გარდა, უკვე არსებულ მიმართულებებზე ფრენის სიხშირეების გაზრდისა და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობას იძლევა.

 

5-ვე მიმართულებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარული რეისები კვირაში ორი სიხშირით შესრულდება, ხოლო, პარიზის, მილანის, პრაღისა და მემინგენზე არსებულ სიხშირეებს თითო სიხშირე დაემატება. ბილეთების დასაჯავშნად ესტუმრე https://wizzair.com/#/, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

წაკითხვა 183 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.