May 4, 2024

"ქრება ადამიანი თვალწინ, უბრალოდ, ყურებაც შეუძლებელია - ხვალინდელ პროცესზე დასწრებას ვერ შეძლებს"-გიული ალასანია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას განცხადებით, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილი ხვალინდელ სასამართლო პროცესს ვერ დაესწრება.

ჟურნალისტებთან საუბრისას მან აღნიშნა ,რომ სააკაშვილი თავს კვლავ სუსტად გრძნობს.

 

„ქრება ადამიანი თვალწინ, უბრალოდ, ყურებაც შეუძლებელია. რასაც ვხედავ, ხვალინდელ პროცესზე დასწრებას ვერ შეძლებს, მისი ფიზიკური მდგომარეობა ამის საშუალებას ნამდვილად არ იძლევა, თუნდაც დისტანციურად. რაღაც მდგომარეობა არის ხოლმე ხანდახან რომ ვეუბნები, აბა, თავი გადააბრუნე და თავსაც კი ვერ აბრუნებს“, -განაცხადა ალასანიამ.

 

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საკითხზე პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 იანვარს, 12:00 საათზეა დანიშნული.

წაკითხვა 196 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.