May 4, 2024

"სააკაშვილი სისტემამ მოწამლა, არ ვაბრალებ ამ დაწესებულებას, „ვივამედში“ ყველაფერი კეთდება"- გიული ალასანია

სააკაშვილი სისტემამ მოწამლა, არ ვაბრალებ ამ დაწესებულებას, „ვივამედში“ ყველაფერი კეთდება, რომ გამოაკეთონ, თუმცა ობიექტური მიზეზების გამო პირიქით ხდება, მას შემდეგ, რაც ეს თემა გახდა საერთაშორისო, ასე ჩუმად მოკვლა ვეღარ მოხდა, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.

ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი მოწამლულია.

 

„ჩემთვის გუშინდელი დღე იყო ძალიან შთამბეჭდავი, განსაკუთრებით, რამდენიმე მომენტმა მიიქცია ყურადღება. არ მინდა, ვინმე დავაკნინო, მაგრამ დაკითხვაზე იყო ადამიანი, რომელიც იყო ვუნდერკინდი თავის დროზე და 12 წლის ასაკში უკვე სტუდენტი იყო, აქვს ბუშის მედალი და კონგრესის მედალი, არის საყოველთაოდ აღიარებული სპეციალისტი. ნიშნის მოგებით  რომ ელაპარაკებიან აქედან ადამიანები, მაგალითად, ერთ-ერთი პროკურორი, არ ეთანხმება თურმე მის დიაგნოზს და ამ ადამიანს აქვს დამთავრებული უნივერსიტეტი გორში. არ მინდა, დავაკნინო, მაგრამ მსოფლიოში ცნობილ ნევროლოგს ნევროლოგიაში არ ეთანხმება. ცოტა სასაცილოა ეს ყველაფერი. ყურადღება მიიქცია კიდევ იმან, რომ უნდათ, ყველაფერი მიაწერონ 2017 წელს, რაც უკრაინაში მოხდა, მაგრამ ჩვენ ხომ გვახსოვს, იმის შემდეგ როგორ გამოიყურებოდა. დაიწყეს რაღაცების გახსენება, სამი წლის ველოსიპედიდან რომ ჩამოვარდა და ორი კბილი ჩაემტვრა, ესეც დაავიწყდათ, ეთქვათ. ფაქტია, რომ ადამიანი მოწამლეს. სისტემამ მოწამლა, მე არ ვაბრალებ ამ დაწესებულებას, აქ ყველაფერი კეთდება, რომ გამოაკეთონ, თუმცა ვერ ხდება გამოკეთება. სამწუხაროდ, ობიექტური მიზეზების გამო პირიქით ხდება. მას შემდეგ, რაც ეს თემა გახდა ასეთი საერთაშორისო, ასე ჩუმად მოკვლა ვეღარ მოხდა და ყველაფერი გართულდა“, – განაცხადა ალასანიამ.

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე 9 იანვარს გამართულ პროცესზე ამერიკელი ნევროლოგი შაჰინ ემანუელ ლახანი დაიკითხა.

წაკითხვა 190 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 10 2023

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.