"ყველა ვუყურებთ იმას, თუ როგორ კლავენ ადამიანს"- გიული ალასანია

ფაქტობრივად ყველა ვუყურებთ იმას, თუ როგორ კლავენ ადამიანს, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით პროცესი მიმდინარეობს.

ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილს გუშინ ისევ წაუვიდა გული და „ერთ დღეში ისევ 1 კილოგრამი დაკარგა".

 

„ძალიან ცუდად არის, ძალიან. ეს ყველაფერი იწელება და ერთი სხდომა, ფაქტობრივად, ერთი ადამიანის დაკითხვას უნდება - ერთი 100 კაცი კიდევ ჰყავთ დასაკითხი და ყოველდღე სხდომებია. ეს რას ნიშნავს? ესე იგი უნდათ, რომ მოკლან, მე მეტი დასკვნა არ მაქვს”, - განაცხადა გიული ალასანიამ.

 

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს.

 

წაკითხვა 176 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 20 2023

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.