"კატასტროფული მდგომარეობაა, ძვლები დარჩა"- გიული ალასანია

კატასტროფული მდგომარეობაა, ცარიელი ძვლები დარჩა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ კლინიკა „ვივამედში“ შვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ხვალინდელ პროცესს ვერ დაესწრება.

 

„ნეკნები აქვს წამოყრილი და მუცელი საერთოდ აღარ არსებობს, ხერხემალი ჩანს. გადასხმები კეთდება, მაგრამ ეს ადამიანი ყოველდღე უარესად ხდება, აბა, რანაირი მკურნალობაა?

 

ხომ ხედავთ, როგორი გამოცოცხლება და ინტერესია დასავლეთიდან, ამათ ეს ასე არ შერჩებათ. არა მარტო სასამართლოზე დასწრებას ვერ შეძლებს, დამხმარე საშუალებებით რომ გადაადგილდებოდა, იმდენად არის დასუსტებული, რომ ადამიანი იმითაც ვეღარ დადის“, - განაცხადა ალასანიამ.

წაკითხვა 182 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.