ხანძრის შედეგად დაშავებული გელათის მონასტრის წინამღვარი საავადმყოფოში გარდაიცვალა

გელათის მამათა მონასტერში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავებული არქიმანდრიტი იოსებ ბურჯანაძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია ქუთაის-გაენათის ეპარქია ავრცელებს.

"დღეს 30 იანვარს, გარდაიცვალა გელათის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მამათა მონასტრის არქიმანდრიტი იოსებ ბურჯანაძე. უფალმა მართალთა თანა დააწესოს სული მისი. გთხოვთ ლოცვებში მოიხსენიოთ ახალშესვენებული არქიმანდრიტი იოსები", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 

ცეცხლი, დაახლოებით, 2 კვირის წინ მამათა მონასტრის სტუმრებისთვის გამოყოფილ სენაკში გაჩნდა. არქიმანდრიტმა იოსებ ბურჯანაძემ 44%-იანი დამწვრობა მიიღო. ის დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული.

წაკითხვა 330 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 30 2023
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.