დღეიდან, ავტომობილის განმეორებითი ტექინსპექტირება ფასიანი გახდა

დღეიდან, ავტომობილის განმეორებითი ტექინსპექტირება ფასიანი გახდა.როგორც ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის თავმჯდომარემ გიორგი შიოლაშვილმა განაცხადა, განმეორებითი ტექინსპექტირების ფასი ავტომობილის ტიპის მიხედვით 20 და 30 ლარი იქნება.

„დღეიდან ავტომფლობელებს, რომლებიც ტექინსპექტირების ცენტრებს განმეორებითი ინსპექტირებისთვის მიმართავენ, შესაბამისი ტარიფის გადახდა მოუწევთ. ტარიფი დადგენილია - მსუბუქ ავტომობილებზე და მისაბმელებზე 20 ლარი იქნება, ხოლო ავტობუსებზე და სატვირთო ავტომობილებზე 30 ლარი“, - განაცხადა გიორგი შიოლაშვილმა.

 

რაც შეეხება ტექინსპექტირების პროცესში დაგეგმილ სხვა ცვლილებებს, მათ შორის ვიზუალური გამონაბოლქვის ინსტრუმენტულ მონიტორინგს, შიოლაშვილი ამბობს, რომ ეს რეგულაცია ძალაში, სავარაუდოდ, ზაფხულიდან შევა და პროცესში გარემოს დაცვის სამინისტროს სპეციალური ეკიპაჟები ჩაერთვებიან.

 

„ეს რეგულაცია ძალაში დაახლოებით ზაფხულიდან შევა. როგორც ითქვა, გარემოს დაცვის სამინისტროსთან არსებული ეკიპაჟები გადაამოწმებენ ამ კონკრეტულ მოთხოვნას“, - განაცხადა შიოლაშვილმა.

 

კიდევ ერთი სიახლე, რაც ტექინსპექტირების წესში უკვე დაინერგა, მომეტებული ხმაურის ინსპექტირებაა. გიორგი შიოლაშვილის ინფორმაციით, ინსპექტირების ჩამტარებელი პირი დაახარვეზებს ავტომობილს, რომლის ხმაურის მაჩვენებელი ნორმას სცდება.

 

„თუ ინსპექტირების ჩამტარებელი პირი გადაწყვეტს, რომ კონკრეტულ ავტომობილს მომეტებული ხმაური აქვს (ძირითადად ეს შეეხება ავტომობილებს, რომელთაც არასტანდარტული „მაყუჩი“ უყენიათ), გადაამოწმებს, ხმაურის მაჩვენებელი ნორმებში არის თუ არა. თუ ნორმას გადასცილდება, ავტომობილი ხმაურზე დახარვეზდება. ეს რეგულაცია უკვე ძალაშია", - განაცხადა გიორგი შიოლაშვილმა.

წაკითხვა 221 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.