როგორ უნდა მოვიქცეთ მიწისძვრის დროს და რა საფრთხეს შეიძლება ველოდოთ საქართველოში

თურქეთში რამდენიმე ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა და შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 1000-ზე მეტია. თუმცა ესეც დაუზუსტებელი მონაცემებია, რადგანაც ნანგრევებში ადამიანების საძიებო სამუშაოები გრძელდება.

რა საფრთხეს შეიძლება ველოდოთ ამ ფონზე საქართველოში და როგორია რეკომენდაციები მიწისძვრის დროს, დეტალებზე „კომერსანტი“ დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსს ლაშა სუხიშვილს დაუკავშირდა.

 

„პირველ რიგში, ყველაზე ელემენტარული და ყველაზე რთული არის ის, რომ პანიკა არ შეიძლება.

 

მეორე, უნდა დავრჩეთ იქ, სადაც ვართ. თუ ვართ შენობაში უნდა დავრჩეთ შენობაში, თუ ვართ გარეთ, არ შევიდეთ შენობაში. იმიტომ, რომ გადაადგილების ზონა რაც არის - კიბის უჯრედი ან ლიფტი, ამ დროს ყველაზე საშიშია.

 

მესამე, ეს არის იქ სადაც ვართ, თუ შენობაში ვართ, მყისიერად უსაფრთხო ადგილის პოვნა, რომელიც შეძლება იყოს მაგიდის ქვედა ზონა, იატაკზე დავსხდეთ დივანთან, ისეთი კუთხეების პოვნა, რომ თეორიულად, თუ რამე გვეცემა, სანამ ჩვენამდე მოვა ის მძიმე საგანი, რომ სხვა ნივთმა შეაჩეროს.

 

მეოთხე, მიწისძვრის შემთხვევაში ხშირია ხოლმე ხანძარი. თუ ვახერხებთ ამას, მნიშვნელოვანია დენის გათიშვა, ბუნებრივი არის ჩაკეტვა. ამასობაში უკვე რამდენიმე წუთია გასული და ოფიციალური მინიშნებების დალოდება, რას გვირჩევს მთავრობა, რას გვირჩევენ პროფესიონალები“, - განმარტავს ლაშა სუხიშვილი.

 

დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსი ამბობს, რომ თურქეთის ეს მიწისძვრა მოხდა 2 დიდი ფილის და მესამე მიკრო ფილის საზღვარზე, ეს არის არაბეთი-აფრიკის ფილები და ანატოლიის მიკრო ფილა.

 

„ეს სამი ფილა სადაც უერთდება ერთმანეთს, იქ მოხდა ეს მიწისძვრა და მოულოდნელი არ იყო. საკმაოდ აქტიური და კარგად შესწავლილი ზონაა. სეისმური რისკებიც როგორც ჩანს სწორად იყო შერჩეული.

 

აღნიშნულ საზღვრიდან ჩვენ შორს ვართ, მაგრამ ასე თუ ისე მეწყრული ზონა ვართ. რაც ნიშნავს იმას, რომ მაგხელა საფრთხე არ გვემუქრება, მაგრამ ჩვენი შენობები არც თუ ისე კარგ მდგომარეობაშია. ამიტომ ჩვენთან შეიძლება სუსტი მიწისძვრა მოხდეს, მაგრამ მაგ სუსტმა მიწისძვრამ დააზიანოს შენობები.

 

2022 წელს 4,5 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა და 10 ათასზე მეტი შენობა დაზიანდა. დაახლოებით აქედან შეგვიძლია ვიმსჯელოთ, თუ რა მოგვივა საშუალო მიწისძვრის შემთხვევაში,“ - აღნიშნა „კომერსანტთან“ ლაშა სუხიშვილმა.

წაკითხვა 193 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.