May 18, 2024

როდის აღდგება მოძრაობა რიკოთზე? - საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის გიორგი წერეთლის განცხადებით ყველაფერი კეთდება, რომ რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა სატრანსპორტო ნაკადებისთვის დროულად აღდგეს. მისი თქმით, საუღელტეხილო გზაზე მეწყრული უბნის შესწავლის მიზნით, სპეციალისტების მიერ ფერდის კომპლექსური შესწავლა გრძელდება.

„მეწყრული უბნის შესასწავლად მოწვეული არიან როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სპეციალისტები. დღეის მდგომარეობით, ჩატარებულია და მიმდინარეობს ფერდის კომპლექსური შესწავლა, ტოფოგრაფიული, გეოფიზიკური და გეოლოგიური კვლევები, რომელთა დასრულების შემდეგ შესაძლებელი იქნება ვიმსჯელოთ შემდგომ ნაბიჯებზე და შევაფასოთ სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენის შესაძლებლობები. გომი-საჩხერე -ჭიათურის 109 კმ-იან გზას რაც შეეხება, რომელზედაც ახლა გადართულია სატრანსპორტო მოძრაობა, აღნიშნული გზის მხოლოდ 6 კმ-იან მონაკვეთზე მიმდინარეობს გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც გადაადგილებას აფერხებს. ვაკეთებთ ყველაფერს, რათა დროულად აღდგეს უსაფრთხო გადაადგილება სატრანსპორტო ნაკადებისათვის“, – განაცხადა გიორგი წერეთელმა ინფრასტრუქტურის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე.
რიკოთის მონაკვეთზე სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება 30 მარტიდან აიკრძალა მეწყრული პროცესების გამო.

 

„თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კმ-ზე, არსებული გზიდან მოშორებით, დაახლოებით 200 მეტრში ფერდზე განვითარდა მეწყრული პროცესები. კერძოდ, თოვლის დნობის შემდგომ მიმდებარე ტერიტორიების დათვალიერების შედეგად აღმოჩენილ იქნა ბზარები, რომლებიც ზრდისა და მოძრაობის ტენდენციას განიცდიდა, რაც შესაძლო მეწყრის საშიშროებას წარმოადგენს. სპეციალისტებთან კონსულტაციის შემდეგ, პოტენციური რისკების გათვალისწინებით და ნებისმიერი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოძრაობის დროებით შეზღუდვის შესახებ“, - აცხადებს გიორგი წერეთელი.

წაკითხვა 291 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.