ავიაკომპანია „ჯეო სქაის“ 20 თანამშრომელი საქართველოში დაბრუნდა

ავიაკომპანია „ჯეო სქაის“ ეკიპაჟის სრული შემადგენლობა საქართველოში დაბრუნდა.

ავიაკომპანიაში განმარტავენ, რომ „ჯეო სქაიმ“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებით განახორციელა სუდანიდან ეკიპაჟის წევრების მშვიდობიანი ევაკუაცია ეგვიპტის საზღვრამდე, საიდანაც უკვე ისინი დღეს საქართველოში დაბრუნდნენ.

 

„სუდანში მყოფი საქართველოს მოქალაქეებიდან 20 ადამიანი, რომლებიც არიან „ჯეო სქაის“თანამშრომლები, საქართველოშო დაბრუნდნენ. ყველა არის ჯანმრთელად. დაღლილები არიან. ოჯახის წევრები დახვდნენ. ხართუმიდან ევაკუაციის პროცესი სამი დღის წინ დაიწყო. ჩვენს კომპანიას ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, მინისტრის მოადგლესთან, ბატონ ალექსანდრესთან მუდმივ კავშირზე ვიყავით. თავის მხრივ, ჩართული იყო თურქეთში საქართველოს საელჩო და ეგვიპტეში  საქართველოს საელჩო. ხართუმიდან ეგვიპტის საზღვრამდე ევაკუაცია განხორციელდა ავტობუსით, რაც დაახლოებით 10 კილომეტრის მანძილია. ეგვიპტეს საზღვართან დახვდათ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ბატონი მიხეილი, რომელმაც უზრუნველყო შედარებით სწრაფ დროში საზღვრის კვეთა. დაახლოებით 40-50 ათასი ადამიანი დგას საზღვარზე, ვინც ცდილობს საზღვრის გადაკვეთას. მანვე უზრუნველყო ჩვენი თანამშრომლების, პირველ რიგში, საზღვრისპირა ქალაქში მიყვანა, სასტუმროში განთავსება. ცოტა ხნით დაისვენეს და განაგრძეს გზა კაიროს მიმართულებით. გუშინ საღამოს გამოფრინდნენ კაიროდან. სამწუხაროდ, გუშინ „თურქიშის“ თვითმფრინავმა დააგვიანა და ვერ მოასწრეს გამოფრენა. ვერ მიუსწრეს თურქეთში თავიანთ რეისს და შემდეგი რეისით ჩამოვიდნენ“, – განაცხადა ავიაკომპანია „ჯეო სქაის“ ხელმძღვანელმა, შალვა კიკნაძემ.

 

რაც შეეხება კითხვას, უკრაინის დაზვერვის სამსახური იყო თუ არა ჩართული პროცესში, შალვა კიკნაძის განმარტებით, ავიაკომპანია მუდმივ კავშირზე იმყოფებოდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, რომელიც იყო ჩართული აღნიშნულ პროცესში.

 

„140 ადამიანი იყო, ვინც ხართუმიდან საზღვრამდე წავიდა და შემდგომ ეგვიპტის პირველივე გაჩერებაზე ეს ხალხი გადანაწილდა, ყველას დახვდა თავისი საელჩო. იქ იყვნენ უკრაინელები, ასევე ეგვიპტელები, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები. დარჩენილია 13 თანამშრომელი, „მაი ვეის“ წარმომადგენელი. თითქმის შეუძლებელი იყო ყველას ერთად, ერთ რეისზე მოხვედრა, იქიდან გამომდინარე, რომ შეზღუდული იყო ადგილები. ისინი ხვალ ჩამოვლენ“, – განაცხადა შალვა კიკნაძემ.

 

სუდანში 14 აპრილს დაწყებული სამხედრო დაპირისპირების დროს ავიაკომპანიის ეკიპაჟის 20 წევრი იმყოფებოდა დედაქალაქ ხართუმში. ავიაკომპანიის ცნობით, მას შემდეგ „ჯეო სქაი“ უწყვეტ რეჟიმში იმყოფებოდა კომუნიკაციაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან.

წაკითხვა 206 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.