May 2, 2024

"მოვუწოდებთ მოსახლეობას, თავი შეიკავონ ქუჩებში გადაადგილებისგან" - თბილისის მერია

დატბორილია ქუჩები და მიწისქვეშა გადასასვლელები, წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ელექტროსადენები - მოვუწოდებთ მოსახლეობას, თავი შეიკავონ ქუჩებში გადაადგილებისგან, - ამის შესახებ ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ მერიის ცხელ ხაზზე: 2 722222.

 

„თბილისში მოსულმა ძლიერმა ნალექმა და ქარმა პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს. დატბორილია ქუჩები და მიწისქვეშა გადასასვლელები, წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ელექტროსადენები.

 

თბილისის მუნუციპალიტეტის ყველა შესაბამისი უწყება, შსს -ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად, სრულად არის მობილიზებული და დაწყებულია პრობლემების აღმოფხრა. ადგილზე იმყოფებიან თბილისის ყველა რაიონის გამგეობების წარმომადგენლები”, - ნათქვამია განცხადებაში.

წაკითხვა 222 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.