May 2, 2024

"ამ ეტაპზე დაშავებულების შესახებ შეტყობინება არ შესულა" - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე დაშავებულების შესახებ შეტყობინება არ შესულა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განმარტავენ, მეხანძრე-მაშველები ძირითადად ამოტუმბვით სამუშაოებს აწარმოებენ.

 

ცნობისთვის, ძლიერმა წვიმამ დედაქალაქში პრობლემები შექმნა. მოქალაქეების ინფორმაციით, უხვი ნალექის გამო, დატბორილია საავტომობილო გზები და ტროტუარები.

წაკითხვა 138 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.