May 17, 2024

„თბილისობა“ 30 სექტემბერსა და პირველ ოქტომბერს გაიმართება

დედაქალაქი “თბილისობას” 30 სექტემბერსა და პირველ ოქტომბეს აღნიშნავს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მერია მოსახლეობას დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით მიაწვდის.

 

„დედაქალაქი “თბილისობას” 30 სექტემბერსა და პირვველ ოქტომბერს აღნიშნავს რიყის პარკში, აბანოთუბანსა და ორბელიანის მოედანზე. 12:00 საათიდან, ღამის 22:00 საათამდე სხვადასხვა კულტურული და გასართობი ღონისძიება გაიმართება. 30 სექტემბერს, საღამოს, 20:00 საათზე, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართება თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია, რომლის დასრულებისას საზეიმო კონცერტი დაიწყება. ღონისძიება პირდაპირი ეთერით გაშუქდება. ასევე, რამდენიმე დღეში გაგაცნობთ დეტალურ ინფორმაციას”,-აღნიშნა კალაძემ.

წაკითხვა 272 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 20 2023

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.