May 2, 2024

ჯვარი-მესტიის გზაზე კლდის ნაწილი ჩამოიშალა, რის გამოც ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეჩერებულია

მესტიის გზაზე კლდის ნაწილი ჩამოიშალა, რის გამოც ამ დროისთვის ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეჩერებულია.

როგორც  საავტომობილო გზების დეპარტამენტში განმარტავენ, რომ ქვათაცვენის შეჩერების შემდეგ გაწმენდითი სამუშაოები დაიწყება.

 

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

 

„ამ მომენტისთვის გზა დაკეტილია. როგორც კი ქვათაცვენა შეჩერდება, გაწმენდითი სამუშაოები დაიწყება. ამ დროისთვის ჯვარი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია“, - აღნიშნავენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

წაკითხვა 129 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.