May 2, 2024

რუსეთის საჰაერო თავდასხმის შედეგად უკრაინაში 100-მდე დაიჭრა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ 2 იანვარს ოთხი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 92 პირი დაიჭრა რუსეთის არმიის მიერ ნასროლი რაკეტებითა და დრონებით. კიევის სამხედრო ადმინისტრაცია აცხადებს, რომ თავდასხმა, თავისი მასშტაბით, რუსეთის მხრიდან ერთი დღით ადრე განხორციელებული იერიშის იდენტური იყო. კიევის მესვეურების თქმით, ქალაქში 2 იანვრის დილით აფეთქებები იყო, რამდენიმე არეალში გაითიშა ელექტრომომარაგება - მას შემდეგ, რაც საჰაერო თავდაცვის ძალები იუწყებოდნენ, რომ უკუაგდეს რუსეთის სარაკეტო შეტევა.

ხარკოვიდან იუწყებიან რუსეთის იერიშის შედეგად ერთი ადამიანის დაღუპვაზე, 20-მდე პირი დაჭრილია.

 

ერთი დღით ადრე რუსეთმა "შაჰედის" ტიპის დრონების რეკოდრულად დიდი რაოდენობა, 90 ისროლა უკრაინის მასშტაბით.

 

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა გააძლიერებს თავდასხმებს უკრაინაზე. პუტინის მიერ 1 იანვარს გაკეთებულ ამ განცხადებას წინ უძღოდა რუსეთის სასაზღვრო ქალაქის, ბელგოროდის დაბომბვა 30 დეკემბერს - რასაც, როგორც იუწყებიან, შეეწირა 20-ზე მეტი ადამიანი, დაიჭრა 100-ზე მეტი პირი. რუსეთი ამ თავდასხმაში უკრაინას სდებს ბრალს.

წაკითხვა 51 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 02 2024
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.