არასასურველ სარეკლამო SMS-ებს კომპანიები ვეღარ გაგზავნიან

კომპანიებს, რომლებიც მოქალაქეებს უნებართვოდ უგზავნიან სარეკლამო შეტყობინებებს, ეს უფლება 1 მარტიდან შეეზღუდებათ. სწორედ ამ დროიდან ამოქმედდება "პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ" კანონის ძირითადი ნაწილი.

კანონი თანაბრად ვრცელდება სარეკლამო შეტყობინებების გამგზავნ ნებისმიერ პირზე. მათ შორის, არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, ეს რეკლამა მობილურზე იქნება გაგზავნილი თუ ელექტრონულ ფოსტაზე.

 

  • შეტყობინება უნდა გაიგზავნოს მხოლოდ წინასწარი თანხმობის შემთხვევაში;
  • სარეკლამო შეტყობინების მიღებაზე უარის თქმა შეიძლება ნებისმიერ დროს - კომპანია ვალდებულია 7 სამუშაო დღეში დააკმაყოფილოს მოთხოვნა;
  • შეტყობინების მიღებაზე უარის თქმა შესაძლებელი უნდა იყოს მარტივი გზით.

თუ სარეკლამო შეტყობინების გაგზავნის წესი დაირღვევა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მიმართვის საფუძველზე განიხილავს საჩივარს და დააკისრებს ჯარიმას, რომლის ოდენობაა:

 

  • 500 ათას ლარამდე ბრუნვის მქონე კომპანიაზე ან მეწარმეზე - 2000 ლარი;
  • უფრო დიდი ბრუნვის მქონე კომპანიებისთვის - 3000 ლარი;
  • დამამძიმებელი გარემოების აღმოჩენის შემთხვევაში ჯარიმები იზრდება.

 

  • ადამიანს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს ინფორმაცია მასთან საკონტაქტო ინფორმაციის მოპოვების წყაროს შესახებ;
  • თუ თქვენ უარს არ იტყვით სარეკლამო შეტყობინების მიღებაზე, ამას კომპანია თანხმობად ვერ ჩათვლის.
წაკითხვა 169 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 02 2024

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.