April 27, 2024

2023 წლის 10 თვეში, „დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამის“ ფარგლებში, სხვადასხვა სახის ფინანსური დახმარება 180 ემიგრანტს გაეწია

2023 წლის 10 თვეში, 1-ელი იანვრიდან 23 ოქტომბრამდე, „დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამის“ ფარგლებში, სხვადასხვა სახის ფინანსური დახმარება 180 ემიგრანტს გაეწია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო შემწეობით უზრუნველყოფის სააგენტოში განუცხადეს, პროგრამის ფარგლებში, სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტებისთვის გათვალისწინებულია შემდეგი სერვისების დაფინანსება: სამედიცინო მომსახურება, პროფესიული სწავლების ხელშეწყობა, დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფა და სხვადასხვა თვითდასაქმებაზე ორიენტირებული ინიციატივები.

 

სააგენტოს ინფორმაციით, 2023 წლის 1-ელი იანვრიდან 2023 წლის 1-ელ ოქტომბრამდე პროგრამაში 847 დაბრუნებული მიგრანტი დარეგისტრირდა, რომელთაგანაც 83-მა დაწესებული კრიტერიუმები ვერ დააკმაყოფილა.

 

ამასთან, მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, პროგრამის ჯამური ბიუჯეტი 650,000 ლარია და თითოეულ ბენეფიციარისთვის განსაზღვრული დაფინანსების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 4000 ლარს.

 

„გარდა სამედიცინო ხარჯების ანაზღაურების, პროფესიული სწავლების ხელშეწყობისა და დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფისა, დაბრუნებულ მიგრანტებს უფინანსდებათ სხვადასხვა თვითდასაქმებაზე ორიენტირებული ინიციატივები (მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო, სახელობო, საცხობი-საკონდიტრო და სხვა). ბენეფიციარებმა დაფინანსების ფარგლებში მიღებული ნივთები უნდა გამოიყენონ დანიშნულებისამებრ, პროექტში მითითებული მიზნების შესაბამისად“, - აცხადებენ სააგენტოში.

წაკითხვა 112 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 13 2024
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.