რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება შემცირდა, მაგრამ 2021 წელთან შედარებით კვლავ მაღალია - TI

შარშან საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება შემცირდა, თუმცა 2021 წელთან შედარებით მაინც გაზრდილია.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" აცხადებს, რომ რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება უმთავრესად ფულადი გზავნილების შემცირებამ გამოიწვია.

 

შარშან ჯამში რუსეთიდან 1.5 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა, რაც 2022 წელთან შედარებით 26%-ით ნაკლებია, თუმცა 2021 წლის მაჩვენებელს 3.7-ჯერ აღემატებაფულადი გზავნილების ასეთი ზრდა რუსი მიგრანტების საქართველოში შემოსვლამ გამოწვია.

 

ორგანიზაცია აცხადებს, რომ რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება საფრთხის შემცველია, ვინაიდან საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთმა ეკონომიკური ბერკეტები საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ არაერთხელ გამოიყენა. ამის მაგალითად, TI-ის 2006 წელი მოჰყავს, როდესაც რუსეთმა საქართველოს ჯერ ბუნებრივი აირის და ელექტროენერგიის მოწოდება შეუწყვიტა, შემდეგ კი პროდუქციის ექსპორტი აკრძალა.

 

რაც შეეხება სხვა მაჩვენებლებს, ორგანიზაციის ინფორმაციით, 2023 წელს რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 11 552 კომპანია დაარეგისტრირეს. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჯამში 26 339 კომპანიაა რეგისტრირებულითუმცა რეგისტრირებული კომპანიების 96% ინდივიდუალური საწარმოა. TI-ის შეფასებით, კომპანიების რეგისტრაცია მიანიშნებს, რომ რუსეთის მოქალაქეების ნაწილი საქართველოში ხანგრძლივად საცხოვრებლად და ბიზნესსაქმიანობისთვის გადმოვიდა.

წაკითხვა 89 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 16 2024
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.