May 2, 2024

"ჯერ წითელას გავრცელება პრობლემატური არ არის, მაგრამ, შესაძლოა, მოიმატოს - სხვათა შორის, სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი წითელას შემთხვევებიც გვაქვს"- პაატა იმნაძე

ჯერ წითელას გავრცელება პრობლემატური არ არის, მაგრამ, შესაძლოა მოიმატოს - სხვათა შორის, სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი წითელას შემთხვევებიც გვაქვს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გასულ წელს წითელას 24 შემთხვევა იყო, წელს კი დაახლოებით 2-ჯერ მეტია. ამასთან, იმნაძე განმარტავს, რომ წითელასგან დაცვის ერთადერთი საშუალება აცრაა.

 

„სამწუხაროდ, მთელს ევროპაში წითელას შემთხვევებმა იმატა. ჩვენთანაც არის მატება, მაგრამ საბედნიეროდ ძალიან არ არის მომატებული. გასულ წელს წითელას 24 შემთხვევა გვქონდა, წელს კი დაახლოებით 2-ჯერ მეტი გვაქვს. სხვათა შორის, სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი წითელას შემთხვევებიც გვაქვს.

 

დაცვის ერთადერთი საშუალება არის აცრა. ბავშვი უნდა ავცრათ წითელას საწინააღმდეგო ვაქცინით. 1 წლის ასაკში იცრება ბავშვი, შემდეგ 5 წლის ასაკში და მთელი ცხოვრება დაცულია. ვინც აცრილია მათთვის წითელა პრობლემა არ იქნება. ორჯერ აცრა 97-98%-ით იცავს.

 

ჯერ წითელას გავრცელება პრობლემატური არ არის, მაგრამ, შესაძლოა, მოიმატოს. ვაქცინა ქვეყანაშია, ამიტომ ვისაც გამოტოვებული აქვს აუცილებლად აიცრას, მათ შორის ეს ეხებათ ზრდასრულებსაც. წითელასთან ერთად წითურაზეც იცრებიან. პრაქტიკულად თითქმის უიშვიათესი გახდა წითურა, მაგრამ ორსულობისას წითურა ძალიან საშიშია, ამიტომ ორსულობამდე სასურველია აცრის ჩატარება.

 

რაც შეეხება ჩუტყვავილას, ჩუტყვავილას ჩვეულებრივი, ფონური ავადობა გვაქვს“,- აღნიშნავს იმნაძე.

წაკითხვა 116 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 05 2024

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.