„ოსკარზე“ წარდგენილი ფილმებიდან საუკეთესოდ „ოპენჰაიმერი“ აღიარეს

ამერიკის კინოაკადემიის პრემია „ოსკარი“ 7 ნომინაციაში მოიპოვა ფილმმა „ოპენჰაიმერი“. ამერიკელ ფიზიკოსზე, რობერტ ოპენჰაიმერზე გადაღებული დრამა კინოაკადემიამ საუკეთესო ფილმად აღიარა, მისი რეჟისორი კრისტოფერ ნოლანი კი - საუკეთესო რეჟისორად.

ფილმი სულ 13 ნომინაციაზე იყო წარდგენილი.

 

რობერტ ოპენჰაიმერის როლის შემსრულებელმა კილიან მერფიმ „ოსკარი“ მიიღო, როგორც საუკეთესო მსახიობმა მამაკაცმა. ამერიკელი ფიზიკოსი რობერტ ოპენჰაიმერი მეორე მსოფლიო ომის დროს ხელმძღვანელობდა „მანჰეტენის პროექტს“ - ატომური ბომბის პირველი ნიმუშების შექმნას, რის გამოც ხშირად „ატომური ბომბის მამად“ მოიხსენიებენ.

 

„ოპენჰაიმერში“ ატომური ენერგიის კომისიის ხელმძღვანელ ლუის შტრაუსის როლისთვის „ოსკარი“ მიიღო უმცროსმა რობერტ დაუნიმაც. მან მამაკაცის მეორე პლანის როლის საუკეთესო შემსრულებლის ნომინაციაში გაიმარჯვა.

 

„ოპენჰაიმერმა“ გაიმარჯვა ოპერატორის საუკეთესო ნამუშევრის, საუკეთესო მონტაჟის და საუკეთესო საუნდტრეკის ნომინაციებშიც.ამერიკის კინოაკადემიის პრიზებით დაჯილდოების 96-ე ცერემონია 10 მარტს ლოს-ანჯელესში გაიმართა.

 

ქალის საუკეთესო როლისთვის „ოსკარი“ მიიღო ემა სტოუნმა (ფილმი Poor Things). ქალის მეორე პლანის როლის საუკეთესო შემსრულებლის ნომინაციაში გაიმარჯვა დავაინ ჯოი რენდოლფმა (ფილმი The Holdovers).

 

ამერიკის კინოაკადემიამ საუკეთესო უცხოურ ფილმად აღიარა ბრიტანელი რეჟისორის, ჯონათან გლეიზერის The Zone of Interest - დრამა აუშვიცის (ოსვენციმის) საკონცენტრაციო ბანაკის კომენდანტის ოჯახზე.

 

საუკეთესო ორიგინალური სიმღერისთვის What Was I Made For (ფილმი Barbie) ოსკარი მიიღო ბილი აილიშმა.

წაკითხვა 118 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 11 2024

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.