May 2, 2024

დააჯარიმეს ბათუმის კაფეები, რომლებსაც მენიუ მხოლოდ რუსულ ენაზე ჰქონდათ

კონკურენციის სააგენტომ დააჯარიმა ბათუმში მდებარე ექვსი კვების ობიექტი - მიზეზი არის ის, რომ, გაფრთხილების მიუხედავად, ისინი სტუმრებს ქართულ ენაზე არ სთავაზობდნენ მომსახურებას. სერვისის მიღება ძირითადად რუსულ ენაზე იყო შესაძლებელი.

ჯარიმის გადახდა დაეკისრათ:

 

  • ი/მ მარია კალუსტიანს - 600 ლარი;
  • შპს „დარიას“ - 1 088 ლარი;
  • ი/მ ვლადისლავ კირიაკოვს - 600 ლარი;
  • ი/მ ალეკსანდრ ვასილევს - 600 ლარი;
  • შპს „ინვესტ ინ ჯორჯიას“ (კაფე „მამა აზია“) - 1 789 ლარი;
  • შპს „ჰარვიდენტს“ - 600 ლარი.

ეს კომპანიები კონკურენციის სააგენტომ 2023 წლის ნოემბერში გააფრთხილა, თუმცა მათ დარღვევა არ გამოასწორეს.

 

საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, ქვეყნის ტერიტორიაზე ნებისმიერი სერვისის მიღება სახელმწიფო ენაზე უნდა იყოს შესაძლებელი. ჯარიმის დაკისრების მიუხედავად, ყველა ეს კვების ობიექტი ვალდებულია, კლიენტებს სახელმწიფო ენაზე მკაფიოდ და გასაგებად შესთავაზოს მომსახურება.

წაკითხვა 104 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 21 2024
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.